ვოლოდიმირ ზელენსკი საუდის არაბეთში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მოულოდნელი ვიზიტით საუდის არაბეთში ჩავიდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს, რომ ვიზიტის ფარგლებში საუდის არაბეთის პრინცს, მუჰამედ ბინ სალმან ალ საუდის შეხვდა.

„მნიშვნელოვანი და ენერგიული შეხვედრა მის აღმატებულება საუდის არაბეთის სამეფოს ტახტის მემკვიდრე პრინც და პრემიერ-მინისტრ მუჰამედ ბინ სალმან ალ საუდთან.

„განვიხილეთ ორმხრივი ურთიერთობები უკრაინასა და საუდის არაბეთს შორის, აღვნიშნეთ ჩვენი წინა შეთანხმებების განხორციელების კარგი დინამიკა. ეფექტური თანამშრომლობა გუნდებს შორის. ჩვენ გავაგრძელებთ ამას“, - აცხადებს ზელენსკი.

მისი თქმით, შეხვედრაზე ასევე განიხილეს გლობალური სამშვიდობო სამიტის მომზადება, მისი მოსალოდნელი შედეგები და განხორციელება და უკრაინის რეალურ მშვიდობასთან მიახლოება.

„უკრაინა საუდის არაბეთის მადლიერია მისი მხარდაჭერისთვის, ვაფასებთ მისი უმაღლესობის სურვილს, ხელი შეუწყოს მშვიდობის სწრაფ აღდგენას“, - აცხადებს ზელენსკი.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს