პენტაგონი -  „რამშტაინის“ შეხვედრაზე უკრაინის საჰაერო თავდაცვის საკითხი განიხილება

უკრაინის თავდაცვის საკითხებზე საკონტაქტო ჯგუფის მომდევნო შეხვედრაზე (რამშტაინის ფორმატი), უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერების საკითხი განიხილება, - ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერის მოადგილემ, საბრინა სინგმა ბრიფინგზე განაცხადა.

პრესსპიკერის მოადგილეს დაუსვეს შეკითხვა : როდის ელოდება შეერთებული შტატები უკრაინისთვის Patriot-ის ახალი სისტემის მიწოდებას და პენტაგონის აზრით, რა გავლენას მოახდენს ეს ომზე.

„რაც შეეხება Patriot-ს, ჯერჯერობით განცხადება არ მაქვს. ვიცით, რომ საჰაერო თავდაცვა უკრაინისთვის პრიორიტეტია. ეს არის ის, რაც მათ სჭირდებათ - Patriot-ის სახით, ან სხვა ფორმით. ამიტომ, დარწმუნებული ვარ, რომ ეს იქნება განხილვის თემა უკრაინის თავდაცვის საკითხებზე საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაზე“, -აღნიშნა საბრინა სინგმა.

მისი თქმით, აშშ-ის თავდაცვის მინისტრი, ლოიდ ოსტინი უკვე ჩაფრინდა ბრიუსელში, სადაც 13 ივნისს „რამშტაინის“ 23-ე შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას, 14 ივნისს კი - ნატო-ს თავდაცვის მინისტრების შეხვედრაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს