ელისეის სასახლე - „დიდი შვიდეული“ გაყინული რუსული აქტივების გამოყენებით უკრაინისთვის 50 მილიარდი აშშ დოლარის გამოყოფაზე შეთანხმდა

„დიდი შვიდეულის“ ლიდერებმა გაყინული რუსული აქტივების გამოყენებით უკრაინისთვის 50 მილიარდი აშშ დოლარის გამოყოფის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „ფრანს-პრესი“ ელისეის სასახლეზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, უკრაინა კრედიტს 2024 წლის ბოლომდე მიიღებს.

გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, ოფიციალურად „დიდი შვიდეულის“ 13-14 ივნისს დაგეგმილ სამიტზე დამტკიცდება, რის შემდეგაც ქვეყნებს მოუწევთ მისი განხორციელების ტექნიკური ასპექტების დადგენა.

შეგახსენებთ, საუბარია აშშ-ს წინადადებაზე, რომელიც უკრაინისთვის 50 მილიარდი აშშ დოლარის კრედიტის გადაცემას ითვალისწინებს და თანხა რუსეთის გაყინული აქტივებიდან მიღებული შემოსავლიდან დაიფარება.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს