კირილ ბუდანოვი - ფრონტზე რთული პერიოდია, თუმცა არმაგედონი არ იქნება

ახლა უკრაინის ფრონტზე რთული პერიოდია, თუმცა, გაზვიადება საჭირო არ არის, არმაგედონი არ იქნება, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„მიმაჩნია, რომ რთული პერიოდი ახლა მიმდინარეობს, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ: არმაგედონი არ იქნება. არ ინერვიულოთ, გავუძლებთ და გავიმარჯვებთ“, - თქვა მან.

მისი თქმით, რუსეთის საოკუპაციო ძალების საზაფხულო შეტევა უკვე დაწყებულია.

„უკვე მიმდინარეობს. მაისის შუა რიცხვებში დაიწყო და გრძელდება. სიტუაცია საუკეთესო არ არის, მაგრამ არ არის საჭირო შედეგების გაზვიადება“, - აღნიშნა ბუდანოვმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს