რუსეთის ელჩი აშშ-ის ახალ სანქციებზე - ადეკვატურ და გადამწყვეტ პასუხს გავცემთ

რუსეთი შეერთებულ შტატებს ადეკვატურ და გადამწყვეტ პასუხს გასცემს, თუმცა ის კვლავ მზადაა თანასწორუფლებიანი დიალოგისთვის, - ასე ეხმაურება აშშ-ში რუსეთის ელჩი, ანატოლი ანტონოვი ვაშინგტონის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ ახალ სანქციებს.

„აშშ-ის ადმინისტრაციამ რუს ხალხს „რუსეთის დღე“ სანქციების მორიგი პაკეტის გამოცხადებით მიულოცა. რუსეთი ღიაა პატიოსანი და თანასწორუფლებიანი დიალოგისთვის, თუ და როცა ამერიკელები მზად იქნებიან ამისათვის. მიუხედავად ამისა, ჩვენ ადეკვატურ და გადამწყვეტ პასუხს გავცემთ ჩვენზე დაკისრებულ დაპირისპირებას“, - განაცხადა ელჩმა.

შეგახსენებთ, აშშ-მა რუსეთის თავდაცვის სექტორისა და იმ კომპანიების წინააღმდეგ, რომლებიც მოსკოვს სანქციებისთვის გვერდის ავლაში ეხმარებიან, ახალი სანქციები გამოაცხადა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს