თეა ახვლედიანი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლების მოსახლეობას შეხვდა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანია შეაჯამა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, თეა ახვლედიანი სამცხე-ჯავახეთში, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლების მოსახლეობას შეხვდა და მრავალკომპონენტიანი კამპანიის შედეგები შეაჯამა.

ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.

მათივე ცნობით, საინფორმაციო კამპანია სახელმწიფო პროგრამებისა და სერვისების, სხვადასხვა მიმდინარე აქტუალური საკითხის შესახებ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების ინფორმირებას და ცნობიერების ამაღლებას ითვალისწინებდა.

„შეხვედრაზე მინისტრის მხრიდან აღინიშნა, რომ კამპანია, რომელიც ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ მუნიციპალიტეტებში ყოველწლიურად ორჯერ, ინტერაქციულ ფორმატში, ადგილობრივი მოსახლეობისთვის გასაგებ ენაზე მიმდინარეობს, უკვე ჩამოყალიბდა როგორც ინკლუზიური და თანასწორი საზოგადოების მშენებლობის ერთ-ერთი ეფექტიანი მექანიზმი, რაც თითოეული მოქალაქის სრულფასოვანი მონაწილეობის მნიშვნელოვან საფუძველს ქმნის.

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით, ასევე, მიმართეს სამცხე-ჯავახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა, ბესიკ ამირანაშვილმა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერმა, მელქონ მაკარიანმა.

სამცხე-ჯავახეთის მასშტაბით სახელმწიფო პროგრამებისა და სერვისების შესახებ ფართომასშტაბიანი მრავალკომპონენტიანი საინფორმაციო კამპანია სახელმწიფო მინისტრის აპარატის ხელმძღვანელობითა და კოორდინაციით, რეგიონის ადგილობრივ თვითმმართველობებთან მჭიდრო თანამშრომლობით და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენელთა უშუალო მონაწილეობით წარიმართა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

უწყების ცნობითვე, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში სახელმწიფო მინისტრმა ადგილობრივი ხელისუფლებისა და თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ასევე მონაწილეობა მიიღო ახლად რეაბილიტირებული „მომავლის სახლის“ გახსნის ღონისძიებაში, რომელიც ახალქალაქის მერიის ინიციატივით დაფუძნდა და 6-დან 18 წლამდე ასაკის მოსწავლეებს ქართული და უცხო ენების, ჭადრაკის, ხელსაქმისა და სახელოვნებო კურსებზე ჩართვის შესაძლებლობას მისცემს.

„ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში გრძელდება სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივითა და ორგანიზებით მიმდინარე ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანია, რომლის ფარგლებშიც ამჯერად ჩვენ შევაჯერეთ სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ერთი თვის განმავლობაში სხვადასხვა დარგობრივი სამინისტროს წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრების შედეგები, რომელმაც ახალქალაქის, ახალციხის, ასპინძის, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტების დაახლოებით 3000-მდე მოსახლე მოიცვა. სწორედ ამიტომ დღეს ჩვენ გავმართეთ ერთგვარი შემაჯამებელი დასკვნითი შეხვედრა 60-ზე მეტი სოფლის წარმომადგენელთან, მოვისმინეთ მათი შეფასებები და ვიმსჯელეთ ჩვენ სამომავლო ხედვაზე, რათა ადგილობრივ მოსახლეობასთან უშუალო კომუნიკაციის გზით, კიდევ უფრო მეტად შევუწყოთ ხელი მათ აქტიურ, შედეგიან და განგრძობით ჩართულობას სახელმწიფო პროგრამებსა და სერვისებში ისეთი აქტუალური მიმართულებებით, რაც უკავშირდება სახელმწიფო ენის შესწავლის, განათლების, ჯანდაცვის, სოციალური დაცვის, სოფლის მეურნეობის, დასაქმების თუ უფასო იურიდიული დახმარების შესაძლებლობებს. ჩვენ ამასთანავე, ვეწვიეთ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მიერ ახლად რეაბილიტირებულ მომავლის სკოლას, სადაც სხვადასხვა ეთნოსის წარმომადგენელი ბავშვები და მოზარდები სხვადასხვა თემატურ წრეებში ეუფლებიან ცოდნას, ავითარებენ უნარებს, მათ შორის, სახელმწიფო ენის და უცხო ენების შესწავლის გზით, რაც ამავდროულად ძალიან მნიშვნელოვან პროცესს წარმოადგენს ადრეული ასაკიდან სამოქალაქო ინტეგრაციის თვალსაზრისითაც“, - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის