მედია - ჯო ბაიდენი და ვოლოდიმირ ზელენსკი უსაფრთხოების 10-წლიან შეთანხმებას გააფორმებენ

აშშ-სა და უკრაინის პრეზიდენტები, ჯო ბაიდენი და ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს, „დიდი შვიდეულის“ სამიტის ფარგლებში, უსაფრთხოების 10-წლიან შეთანხმებას გააფორმებენ, - ინფორმაციას CNN-ი საკითხზე ინფორმირებულ რამდენიმე პირზე დაყრდნობით ავრცელებს.

შეთანხმება, სავარაუდოდ, აშშ-ს ავალდებულებს 10 წლით გააგრძელოს უკრაინის შეიარაღებული ძალების წვრთნა, იარაღისა და სამხედრო აღჭურვილობის წარმოებაში მეტი თანამშრომლობა, სამხედრო დახმარების გაწევა და სადაზვერვო ინფორმაციის უფრო ფართოდ გაზიარება.

ამასთან, CNN წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ დაპირება, სავარაუდოდ, "აღმასრულებელი შეთანხმება" იქნება, რაც მას ნაკლებად ფორმალურს გახდის, ვიდრე ხელშეკრულებაა და არცერთი მომავალი პრეზიდენტისთვის სავალდებულო არ იქნება.

ამასთან, ორმა წყარომ CNN-თან საუბარში განაცხადა, რომ შეთანხმება არ ითვალისწინებს კონკრეტულ ფულადი რესურსების დაპირებას უკრაინის თავდაცვის მხარდასაჭერად. მათივე განმარტებით, შეთანხმების დანართი ასახავს იმას, თუ როგორ აპირებს ბაიდენის ადმინისტრაცია კონგრესთან მუშაობას უსაფრთხოების ვალდებულებების შესრულებაზე, კონკრეტულად გრძელვადიან დაფინანსებაზე, რომელიც საჭირო იქნება უკრაინის თავდაცვის მხარდასაჭერად.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება