თბილისმა ახალი სტატუსი - „ევროპის სპორტის ქალაქი 2025“ მოიპოვა

AECS Europe-ს გადაწყვეტილებით, თბილისი ევროპის სპორტის 2025 წლის ქალაქად დასახელდა, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი განმარტებით, ბოლო წლებში, ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად, დედაქალაქში სპორტის მიმართულებით ბევრი პროექტი განხორციელდა.

„მინდა, სასიხარულო და დასამახსოვრებელი ინფორმაცია მოგაწოდოთ. თბილისის აქვს ახალი სტატუსი - „ევროპის სპორტის ქალაქი 2025“. პირველად შევიტანეთ განაცხადი ამ სტატუსის მოსაპოვებლად და ცხადია, გვქონდა ამბიცია, რომ ვიმსახურებდით მას, მაგრამ ჩვენთვის მაინც მოულოდნელი იყო AECS Europe-ს გადაწყვეტილება - კანდიდატის პრეზენტაციის შემდეგ, დაესახელებინა თბილისი ევროპის სპორტის 2025 წლის ქალაქად“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერის თქმით, აღნიშნული სტატუსი მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ სპორტის მიმართულებით გატარებული სწორი პოლიტიკის დასტურია.

„ბოლო წლებში, სპორტის მიმართულებით, დედაქალაქში ბევრი რამ გაკეთდა. მადლობას გადავუხდი ფეხბურთის ფედერაციას თანამშრომლობისთვის. თბილისში ევროპული სტანდარტის ბევრი საფეხბურთო სკოლა მოეწყო, რეკრეაციულ სივრცეებში განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ სპორტული სივრცეების მოწესრიგებას, სატრენაჟორო ზონების მოწყობას, რათა ვარჯიშის შესაძლებლობა ყველა თაობის წარმომადგენელს ჰქონდეს. პროექტის ფარგლებში, ჩვენი დელეგაცია ბრიუსელში გაემგზავრება, სადაც 2025 წელს განსახორციელებელი პროგრამები გაიწერება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება