„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ - სენაკის სასამართლოს თავმჯდომარე ლევან ნუცუბიძე დეკლარაციაში უძრავ ქონებას მალავს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, სენაკის სასამართლოს თავმჯდომარე ლევან ნუცუბიძე დეკლარაციაში უძრავ ქონებას მალავს.

როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სენაკის რაიონული სასამართლოს მოსამართლე და თავმჯდომარე ლევან ნუცუბიძე, რომელიც 2020 წლიდან უვადო მოსამართლეა, 2024 წლის თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში უძრავ ქონებას არ უთითებს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ მიმართავს ანტიკორუფციულ ბიუროს შეისწავლოს ლევან ნუცუბიძის დეკლარაციაში გამოვლენილი დარღვევა და მოახდინოს შესაბამისი რეაგირება.

„დარღვევა I: ლევან ნუცუბიძემ არ დაადეკლარირა მის საკუთრებაში არსებული ოთხი უძრავი ქონება. 57.55 კვ.მ ბინა ქუთაისში, აღმაშენებლის გამზირზე. 2500 კვ.მ მიწის ნაკვეთი წყალტუბოს რაიონის სოფელ ფარცხანაყანებში, მასზე არსებული საცხოვრებელი სახლით (თანამესაკუთრე). 4000 კვ.მ მიწის ნაკვეთი წყალტუბოს რაიონის სოფელ ფარცხანაყანებში (თანამესაკუთრე). 1557 კვ.მ მიწის ნაკვეთი წყალტუბოს რაიონის სოფელ გუმბრაში.

აღსანიშნავია, რომ ლევან ნუცუბიძემ უძრავი ქონებები არც 2022 და 2023 წლის დეკლარაციებში მიუთითა.

დარღვევა II: ლევან ნუცუბიძემ დეკლარაციაში არ მიუთითა დედის, ციცინო ნუცუბიძის ეკონომიური საქმიანობის შესახებ.

დარღვევა III: მოსამართლემ ასევე არ გაასაჯაროვა დედის უძრავი ქონებები:

640 კვ.მ. მიწის ნაკვეთი წყალტუბოს რაიონის სოფელ ფარცხანაყანებში.

3600 კვ.მ. მიწის ნაკვეთი წყალტუბოს რაიონის სოფელ ფარცხანაყანებში.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ მიმართავს ანტიკორუფციულ ბიუროს შეისწავლოს ლევან ნუცუბიძის დეკლარაციაში გამოვლენილი დარღვევა და მოახდინოს შესაბამისი რეაგირება.

ევროკომისიის რეკომენდაციის თანახმად, ლევან ნუცუბიძე, როგორც სენაკის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე, კეთილსინდისიერების შემოწმების მექანიზმს უნდა დაექვემდებაროს“,- ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება