ბექა ლილუაშვილი - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა პრემიერ-მინისტრის აბსოლუტურად სულელურ პროპაგანდას პირდაპირ დაუსვა წერტილი - გაირკვა, რომ კობახიძის სიცოცხლის საფრთხის შესახებ მესიჯები ყოფილა აფერა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა პრემიერ-მინისტრის აბსოლუტურად სულელურ პროპაგანდას პირდაპირ დაუსვა წერტილი, - ამის შესახებ პარტია “გახარია საქართველოსთვის” წევრმა, ბექა ლილუაშვილმა, რითაც გამოეხმაურა სუს-ის უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის განცხადებას.

მისი თქმით, ირაკლი კობახიძის სიცოცხლის და ჯანმრთელობის საფრთხისა და მუქარის შესახებ გზავნილები “სისულელე იყო”, რაც შესაბამისმა უწყებამ დაადასტურა.

“ვნახეთ, რომ ფაქტობრივად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა პრემიერ-მინისტრის აბსოლუტურად სულელურ პროპაგანდას პირდაპირ დაუსვა წერტილი. როგორც ჩანს, კობახიძეს ახასიათებს არაადეკვატური აღქმა რაღაც მოვლენების მიმართ - ეს იყო ხაზგასმა, ამ განცხადებაში სხვა მე ვერაფერი დავინახე. ფაქტია, რომ ამ შემთხვევაში პოლიტიკურ თუ სიცოცხლის და ჯანმრთელობის საფრთხის მუქარად გამოტანილი ეს გზავნილები სისულელე იყო. ეს დადასტურდა როგორც მეორე მხარის, ასევე შესაბამისი უწყების მხრიდანაც”, - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

ამავე თემაზე საუბრისას ბექა ლილუაშვილმა აღნიშნა, რომ “გუშინ გაირკვა, რომ ეს ყოფილა სრული აჟიოტაჟი და მიზანმიმართული თუ სისულელით გამოწვეული აფერა”.

“არ ვიცი, ამის თქმა კერძო თუ მისი [ირაკლი კობახიძის] პერსონალური და ნაჩქარევი გადაწყვეტილება იყო, მაგრამ ფაქტია, რომ გამოძიების არანაირი საფუძველი, სამართალდარღვევის და მუქარას არანაირი ადგილი არ ჰქონია. შესაბამისად, დადასტურდა ისიც, რომ კობახიძის შიშებსა და არაობიექტურ აღქმებზე ვართ დამოკიდებული დღეს. ვინაიდან, მიუხედავად იმისა, რომ ფორმალურად, მაგრამ მაინც საქართველოს პრემიერ-მინისტრია და ოფიციალურად საქართველოს სახელით საუბრობს. გახსოვთ, რა ამბავი მოჰყვა ამ აბსურდს, როგორი პროპაგანდა ჩაირთო კობახიძის განცხადების შემდეგ, რასაც შემდეგ მთელი სახელმწიფო აპარატი აჰყვა, მათ შორის “ქართული ოცნების” პარლამენტის წევრები და სხვები. გუშინ გაირკვა, რომ ეს ყოფილა ცრუ აჟიოტაჟი და მიზანმიმართული თუ სისულელით გამოწვეული აფიორა, რომელსაც საბოლოოდ წერტილი დაესვა”, - აღნიშნა ლილუაშვილმა.

ცნობისთვის, გუშინ სუს-ის უფროსმა განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებაში “არ არის საკმარისი ნიშნები იმისა, რომ გამოძიების დაწყების საფუძველი იყოს - არ არის სათანადო მტკიცებულებები”.

შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 23 მაისს სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნავს, რომ ევროკომისარმა მასთან საუბრისას განაცხადა, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის შემთხვევაში, დასავლელმა პოლიტიკოსებმა შესაძლოა გარკვეული ზომები მიიღონ და ამავე კონტექსტში მან სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრზე განხორციელებული "ტერორისტული თავდასხმაც" ახსენა. მოგვიანებით ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. ვარჰეი წუხილი გამოთქვა, რომ მისი სატელეფონო საუბრის კონკრეტული ნაწილი კონტექსტიდან იქნა ამოღებული.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
არმაზ ახვლედიანი - „ქართულმა ოცნებამ“ ისეთ დღეში ჩაიგდო თავი, რომ იმ უიშვიათეს შემთხვევაშიც კი, როცა ის შესაძლოა, მართალიცაა, მისი აღარავის სჯერა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო