ალექსანდრე კრევო-ასათიანი - მთელი ცივილიზებული სამყარო გმობს ე.წ. არჩევნებს ოკუპირებულ ცხინვალში, ხოლო „ქართული ოცნების“ პარტნიორი ჩინეთი დუმს - შეუძლებელია ჩინეთი ვახსენოთ, როგორც სტრატეგიული პარტნიორი

მთელი ცივილიზებული სამყარო გმობს ე.წ. არჩევნებს ოკუპირებულ ცხინვალში, ხოლო „ქართული ოცნების“ პარტნიორი ჩინეთი დუმს. იმ პირობებში, როდესაც ჩინეთი საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებს შეხვდა სხვადასხვა ქვეყნებში, შეუძლებელია ჩინეთი ვახსენოთ, როგორც სტრატეგიული პარტნიორი, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საგარეო მიმართულების მდივნის მოადგილემ, ალექსანდრე კრევო-ასათიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, ეს სიტუაცია საქართველოს ევროატლანტიკური გზისთვის მიუღებელია.

„მთელი ცივილიზებული სამყარო გმობს ე.წ. არჩევნებს ოკუპირებულ ცხინვალში, ხოლო „ქართული ოცნების“ პარტნიორი ჩინეთი დუმს. ჩინეთმა ასევე ხმა არ მისცა გაეროში დევნილების რეზოლუციას. ჩინეთმა გამოაცხადა ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონიდან ბუნებრივი რესურსების მოპარვა და ვითომ ქარხნის აშენება. ასეთ პირობებში და როცა ვიცით, რომ ჩინეთი რამდენჯერმე უკვე შეხვდა საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებს სხვადასხვა ქვეყნებში, არ შეიძლება ვახსენოთ ჩინეთი, როგორც სტრატეგიული პარტნიორი და სამწუხაროდ, დღეს ოფიციალურად საქართველოს მთავრობის ერთადერთი ე.წ. სტრატეგიული პარტნიორი არის ჩინეთი, ჩინეთის კომუნისტური პარტია. ეს სიტუაცია არის მიუღებელი საქართველოს ევროატლანტიკური გზისთვის,“ - განაცხადა ალექსანდრე კრევო-ასათიანმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება