იაგო ხვიჩია - როდესაც მეუბნებიან, ოპოზიციონერები რევოლუციას აწყობდნენ, ეს ვერ წარმომიდგენია - პოლიტიკა, რასაც „ოცნება“ ატარებს, რაღაცნაირად მაგონებს, რომ თავისუფლების მოედანზე თითქოს ნიანგებს ვაფრთხობდეთ და მერე გვეგონოს, ეს იმის გამო არ ხდება, რომ ჩვენ დავაფრთხეთო

ზოგადად, არ წარმოდგენილა მტკიცებულებები იმ საფრთხეების რეალურობასთან დაკავშირებით, რომელიც ვითომ აღმოფხვრეს, - ასე შეაფასა „გირჩის” დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ, სუს-ის უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის წარდგენილი ანგარიში.

ხვიჩიას თქმით, თუ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები რევოლუციას აწყობდნენ, რაზეც ლილუაშვილმა ისაუბრა, არ შეიძლება, რომ ამისთვის დამაჯერებელი მტკიცებულება არ იქნას წარმოდგენილი.

„ბატონმა სუს-ის ხელმძღვანელმა ჩვენ შემოგვთავაზა ვერსია, რომ სუს-მა აგვარიდა ტერორისტულ აქტებს, არეულობას და რევოლუციურ მცდელობებს და სუს-მა დაგვიცვა უცხო ქვეყნის ძალებისგან, რომელიც ცუდ რამეს გვიპირებდნენ. თუმცა, ჩემი დაკვირვებით, არ დასახელებულა კონკრეტული მონაცემი, რითაც ჩვენ ამ ფაქტის გადამოწმება შეგვეძლებოდა. მაგალითისთვის, ხომ შეიძლება, რომ ტერორისტული აქტი იმიტომ კი არ მოხდა, რომ სუს-მა აღმოფხვრა, არამედ იმიტომ, რომ ტერორისტებს ადამიანური სიცოცხლის ჩვენზე დახარჯვა არ უღირდათ. ან როდესაც მეუბნებიან, რომ ჩემი ძვირფასი კოლეგა ოპოზიციონერები რევოლუციას აწყობდნენ, ვერ წარმომიდგენია, რომ ისინი ამას აკეთებდნენ. და თუ მართლა აწყობდნენ, როგორ შეიძლება ამისთვის დამაჯერებელი მტკიცებულება არ იქნას წარმოდგენილი? აქედან გამომდინარე, მთელი ეს ბოლო პერიოდის პოლიტიკა, რასაც „ქართული ოცნება” ატარებს - იქნება ეს ლგბტ საზოგადოებასთან ბრძოლა, „გლობალური ომის პარტიასთან” ბრძოლა, კონტრრევოლუციური თუ კონტრტერორისტული ზომების გატარება, მე რაღაცნაირად მაგონებს იმას, რომ თავისუფლების მოედანზე თითქოს ნიანგებს ვაფრთხობდეთ და მერე გვეგონოს, რომ ეს იმის გამო არ ხდება, რომ ჩვენ დავაფრთხეთო.

ზოგადად, არ წარმოდგენილა მტკიცებულებები იმ საფრთხეების რეალურობასთან დაკავშირებით, რომელიც ვითომ აღმოფხვრეს”, - აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება