კახა კალაძე ბუკა პეტრიაშვილის განცხადებაზე - ეს ადამიანები არიან მავნებლები, ყველაფერს აკეთებენ, რომ როგორმე ხალხი და ქვეყანა დააზიანონ

თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, არავის მიეცემა ქვეყნის და ხალხის დაზარალების საშუალება, - შესაბამისი განცხადებით, კახა კალაძე გამოეხმაურა ბუკა პეტრიაშვილის მოსაზრებას, რომ უმჯობესია, ევროპამ საქართველოს ვიზალიბერალიზაცია დროებით შეუჩეროს.

კალაძის განმარტებით, მსგავსი განცხადებები რადიკალური ოპოზიციონერების მხრიდან არ არის პირველი, მიუხედავად ამისა, ქვეყანა განაგრძობს წინსვლას და მშვიდობის შენარჩუნებას.

„პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ამ ტიპის განცხადებებს ვისმენთ. პირიქით, ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ ქვეყანას ვიზალიბერალიზაციის სტატუსი არ მიეღო, ასოცირების ხელშეკრულებას ხელი არ მოსწეროდა, რადიკალიზმით იყვნენ დაკავებულები მაშინ, როდესაც კანდიდატის სტატუსზე იყო საუბარი. გვახსოვს ზოგმა ოპოზიციონერმა რომ თქვა, რადიკალური პარტიის წარმომადგენლები ბრიუსელში დადიოდნენ და ცდილობდნენ, ქვეყანას კანდიდატის სტატუსი არ მიიღოსო. ზუსტად იგივე ხაზია, ეს ადამიანები არიან მავნებლები, ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ როგორმე ხალხი, ქვეყანა დააზიანონ, მაგრამ მათ ამის საშუალება არ მიეცემათ. ჩვენ განვაგრძობთ ქვეყნის განვითარებას, წინსვლას, მშვიდობის შენარჩუნებას, რადგან ამის გარეშე შეუძლებელია მოხდეს ქვეყნის ეკონომიკური განვითარება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება