კახა კალაძე - იმედი მაქვს, ევროკავშირთან მოლაპარაკებები გაიხსნება და ეს ფაქტიც არ იქნება გამოყენებული ისე, როგორც კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით მოხდა - მიდიოდა ქვეყნის შანტაჟი, რაც ძალიან მძიმე იყო

ევროკავშირის მხრიდან საქართველოსთვის წარმოდგენილი ცხრაპუნქტიანი გეგმა რამდენიმე დღეში ზედმიწევნით იქნება შესრულებული, - ამის შესახებ თბილისის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

დედაქალაქის მერი იმედს გამოთქვამს, რომ ევროკავშირთან მოლაპარაკებები გაიხსნება და ისეთივე ფაქტი არ მოხდება, როგორც ეს კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით მოხდა.

„მოლაპარაკებების ნაწილი გაწერილია ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით. ქვეყანას წარდგენილი აქვს ცხრაპუნქტიანი სამოქმედო გეგმა, რომელიც რამდენიმე დღეში სრულად იქნება შესრულებული. რა თქმა უნდა, ხელისუფლების მხრიდან ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ მოლაპარაკებები გაიხსნას. ჩვენ ყველა ქვეყანაზე - უკრაინა, მოლდოვა, გაცილებით წინ ვართ ყველანაირი სტატისტიკითა და მაჩვენებლით. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მოლაპარაკებები გაიხსნება და ეს ფაქტიც არ იქნება გამოყენებული ისე, როგორც კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით მოხდა - მიდიოდა ქვეყნის შანტაჟი, რაც ძალიან მძიმე იყო. იმედი მაქვს, რომ მსგავსი დამოკიდებულება არ იქნება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ყველა წარმატება, რომელსაც ქვეყანამ ევროინტეგრაციის გზაზე მიაღწია, 2012 წლის შემდგომ პერიოდს უკავშირდება.

„საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ შემდგომი ნაბიჯები გადაიდგას. ბევრჯერ მითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ: თუ რაიმე წარმატებას მიაღწია ქვეყანამ ევროინტეგრაციის გზაზე, ეს არის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დიდი დამსახურება, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობასთან ერთად. ყველა წარმატება ასოცირდება 2012 წლის შემდგომ პერიოდთან. ის ცხრაპუნქტიანი გეგმა, რომელიც მოლაპარაკებების გახსნისთვის არის წარმოდგენილი, ზედმიწევნით შესრულდება. იმედი მაქვს, რომ არ იქნება ისეთი უსამართლო გადაწყვეტილება მიღებული, როგორც კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით მოხდა“, - განაცხადა კობახიძემ.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო