Skillwill-ი კემბრიჯის უნივერსიტეტთან თანამშრომლობას იწყებს

რეგიონში პირველი ონლაინ ნეო უნივერსიტეტი „სქილვილი“ კემბრიჯის უნივერსიტეტთან თანამშრომლობას იწყებს. თანამშრომლობის ფარგლებში კემბრიჯის უნივერსიტეტი საქართველოში განახორციელებს ინოვაციურ საგანმანათლებლო აქტივობებს, რომლებიც ხელს შეუწყობს სიღარიბის დაძლევას, გენდერული უთანასწორობის შემცირებასა და განათლების საერთო დონის ზრდას.

„კემბრიჯთან თანამშრომლობა გარდა რეპუტაციისა, პირველ რიგში დაკავშირებულია ხარისხთან და მუდმივ განვითარებასთან. პარტნიორობის ფარგლებში შესაძლებლობა გვექნება ჩვენს სტუდენტებსა და პარტნიორებს შევთავაზოთ ერთობლივი უმაღლესი ხარისხის საგანმანათლებლო ინიციატივები, სასწავლო მასალები და ის გამოცდილება, რომელიც ჩვენი განათლების სისტემისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“,- ამბობს ონლაინ ნეო უნივერსიტეტი „სქილვილის“ აკადემიური დირექტორი, კონსტანტინე შუბითიძე.

თანამშრომლობას საფუძველი რამდენიმე თვის წინ ჩაეყარა. უკვე შემუშავდა მნიშვნელოვანი პროექტი სასკოლო განათლებაში ICT კომპონენტის დანერგვისა და გაძლიერების მიმართულებით, რომელიც წარმატებით განხორციელების შემთხვევაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს რეგიონებში მცხოვრები გოგონებისა და ქალების ეკონომიკურ გაძლიერებაში.

თანამშრომლობის ფარგლებში დაგეგმილი ეს და სხვა საერთო პროექტები კი ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი ასაკის, ცოდნისა და გამოცდილების მქონე ადამიანისთვის მთელი ქვეყნის მასშტაბით.

„კემბრიჯისთვის მნიშვნელოვანი იყო სანდო და საიმედო პარტნიორის ყოლა საქართველოში, რომელსაც ექნებოდა შესაბამისი გამოცდილებაც, კვალიფიკაციაც და მზაობაც, რომ საკმაოდ რთული და მასშტაბური პროექტები განეხორციელებინა საქართველოში ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობის გასაზრდელად. სწორედ ამ კრიტერიუმებით შეირჩა Skillwill ადგილობრივ პარტნიორად“, - აცხადებს ონლაინ ნეო უნივერსიტეტი „სქილვილის“ აკადემიური დირექტორი, კონსტანტინე შუბითიძე.

ონლაინ ნეო უნივერსიტეტი Skillwill წლებია აქტიურად არის ჩართული განათლების სფეროში და სწავლების ინოვაციური მეთოდებით ზრდის ტექპროფესიონალებს.

(R)

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება