კახა კალაძე - საქართველომ უკრაინის მიმართ მხარდაჭერა ბერლინში გამართულ უკრაინის აღდგენის კონფერენციაზე კიდევ ერთხელ გამოხატა

თბილისის მერის, კახა კალაძის შეფასებით, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბერლინში, უკრაინის აღდგენის კონფერენციაში მონაწილეობით საქართველომ უკრაინას მხარდაჭერა საერთაშორისო პლატფორმაზე კიდევ ერთხელ გამოუცხადა.

კალაძის თქმით, საქართველო უკრაინის თანადგომას მომავალშიც გააგრძელებს.

„გუშინწინ პრემიერი იმყოფებოდა გერმანიაში, ბერლინში, სადაც უკრაინის აღდგენასთან დაკავშირებით გაიმართა ფორუმი, სადაც სხვადასხვა ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირები იყვნენ წარმოდგენილი და საქართველომ, რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ, გამოხატა მზადყოფნა თანადგომის, მხარდაჭერის. ჩვენ ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე უკრაინას ვუცხადებთ მხარდაჭერას. ბევრი ასეთი გადაწყვეტილებაა მიღებული, უკრაინის მოქალაქეები დღესაც ბევრი ბენეფიტით სარგებლობენ ჩვენს ქვეყანაში და ეს მხარდაჭერა და თანადგომა მეგობარი ქვეყნის მიმართ გაგრძელდება“, - განაცხადა თბილისის მერმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება