ზაზა ვაშაყმაძე აზერბაიჯანელ კოლეგას შეხვდა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ, ზაზა ვაშაყმაძემ აზერბაიჯანის რესპუბლიკის რელიგიური გაერთიანებების სახელმწიფო კომიტეტის დელეგაცია მიიღო, რომელსაც აზერბაიჯანის რელიგიური გაერთიანებების სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარე, რამინ მამედოვი ხელმძღვანელობს.

ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.

მათი ცნობით, შეხვედრაზე განიხილეს ორ სტრუქტურას შორის თანამშრომლობის ასპექტები, საქართველოში მუსლიმი თემისა და აზერბაიჯანში ქართველი მართლმადიდებელი მრევლის რელიგიური უფლებების დაცვის საკითხები და სამომავლო პერსპექტივები.

„რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა საქართველოში ტრადიციულად არსებულ ტოლერანტულ გარემოს, სტუმრებს გააცნო საქართველოს სახელმწიფოს რელიგიური პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები და ყურადღება გაამახვილა იმ დახმარებაზე, რომელსაც სახელმწიფო რელიგიურ ორგანიზაციებს, მათ შორის, მუსლიმ თემს უწევს.

აზერბაიჯანელმა სტუმარმა მადლობა გადაუხადა ზაზა ვაშაყმაძეს მასპინძლობისთვის და გამოთქვა რელიგიის სააგენტოსთან აქტიური თანამშრომლობის სურვილი. კომიტეტის თავმჯდომარემ განსაკუთრებულად აღნიშნა, რომ საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელებს ყველა პირობა აქვთ შექმნილი საკუთარი რელიგიური და ეთნიკური იდენტობის შესანარჩუნებლად.

შეხვედრას ესწრებოდნენ: სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი დავით დავითაშვილი, იურისტი ალექსანდრე შეყილაძე, სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის უფროსი ნინო ჭავჭავაძე, უფროსი სპეციალისტი სერგო ფარულავა, ანალიტიკოსი ზვიად ტყაბლაძე, რელიგიის სააგენტოს წარმომადგენელი ქვემო ქართლში აბაი ფაშაევი, პროტოკოლის მენეჯერი ნათია გუდაძე, აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ფაიგ გულიევი.

გუშინ აზერბაიჯანის დელეგაცია საქართველოს საპატრიარქოსა და თბილისის ჯუმას მეჩეთს ეწვია“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო