სემეკმა ახალ ჰიდროელექტროსადგურებზე წარმოების ლიცენზიები გასცა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) გადაწყვეტილებით, შპს „მესტიაჭალა ენერჯიზე“ (მესტიაჭალა 1) ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზია ამოქმედდა.

ამის შესახებ ინფორმაციას სემეკი ავრცელებს.

მათი ცნობით, აღნიშნული გადაწყვეტილების შედეგად, საქართველოს ელექტროენერგიის ადგილობრივ წარმოებას კიდევ ერთი ჰიდროელექტროსადგურის გამომუშავება დაემატა. მესტიის მუნიციპალიტეტში მდებარე ჰიდროელექტროსადგურ „მესტიაჭალა 1“-ის დადგმული სიმძლავრე 20 მგვტ-ია, 2 აგრეგატი, თითო 10 მგვტ-იანი. საპროექტო წლიური გამომუშავება შეადგენს 69 მლნ.კვტსთ-ს.

„გარდა ამისა, კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, ელექტროენერგიის წარმოების წინასწარი ლიცენზია გაიცა შპს „ქართულ საინვესტიციო ჯგუფ ენერგიაზე“ (ხობი 2). კომპანიას დაევალა 6 თვის ვადაში, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში მდებარე 44.5 მგვტ სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურ „ხობი 2“-ის ექსპლუატაციაში მიღებისა და ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზიის გაცემისათვის საჭირო დოკუმენტაციის სემეკში წარდგენა. ჰესი „ხობი 2“-ის საპროექტო წლიური გამომუშავება შეადგენს 194 მლნ.კვტსთ-ს, შედგება 2 აგრეგატისგან, თითოეულის დადგმული სიმძლავრე - 22.25 მგვტ-ია“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს