კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ინიციატივით, 2024 წლის წარჩინებული მოსწავლეების ტრადიციად ქცეული დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა

კაჭრეთში, სასტუმროში „ამბასადორი“ კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის, გიორგი ალადაშვილის ინიციატივით, 2024 წლის წარჩინებული მოსწავლეების ტრადიციად ქცეული დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.

ამის შესახებ ინფორმაციას კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, კახეთის წარჩინებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონიაში კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეებთან, პლატონ კალმახელიძესთან და ლევან ლილუაშვილთან ერთად, მონაწილეობა მიიღეს და აუდიტორიას სიტყვით მიმართეს მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელმა პირებმა.

„გიორგი ალადაშვილის ინიციატივით, წახალისების მიზნით, კახეთის თითოეულ მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ოქროსმედალოსან და ვერცხლისმედალოსან ახალგაზრდებს ყოველწლიურად, ერთჯერადი ფულადი ჯილდო გადაეცემათ.

დაჯილდოების ცერემონია კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის, გიორგი ალადაშვილის ინიციატივით, 2022 წელს პირველად გაიმართა და ტრადიციულ ხასიათს ატარებს.

2024 წელს, რეგიონის მასშტაბით 426 წარჩინებული, მედალოსანი მოსწავლე მიიღებს ჯილდოს.

ღონისძიების მიზანს ახალგაზრდა თაობისთვის ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდა, სწავლისადმი მოტივაციისა და სტიმულის ამაღლება, განათლებული ახალგაზრდა თაობის მიერ მიღწეული წარმატებული შედეგების პოპულარიზაცია წარმოადგენს.

დასასრულს, ტრადიციულად გაიმართა ქუდების ცაში სროლის ცერემონია.

ღონისძიების მხარდამჭერია - დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია (DMO) „ვიზიტ კახეთი“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება