გიორგი ამილახვარმა, დეპუტატებს სამინისტროს ბილინგური განათლების პროგრამის შედეგები გააცნო

პარლამენტში განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა, დეპუტატებს სამინისტროს ბილინგური განათლების პროგრამის შედეგები გააცნო.

მინისტრის თქმით, 1 წლის განმავლობაში სპეციალური პროგრამით 400 მეტი მასწავლებელი გადამზადდა.

„ბილინგური განათლება მნიშვნელოვანი საკითხია ეთნიკური უმცირესობებისთვის. 1 წლის განმავლობაში სპეციალური პროგრამით, 400 მეტი მასწავლებელი გადამზადდა ორენოვანი სწავლებისთვის.

2023-2024 წლისთვის პროგრამა 184 არაქართულენოვან საჯარო სკოლაში ხორციელდება, რომელიც ასეთი ტიპის სკოლების 63%-ია და ვფიქრობთ, რომ უახლოეს 1-2 წელიწადში სკოლებში ბილინგურ განათლებას სრულად დავფარავთ“, - განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

ამილახვარი პლენარულ სხდომაზე “მინისტრის საათის“ ფორმატშია მიწვეული.

განათლების მინისტრი სესიაზე თავდაპირველად უწყების მიერ გაწეული მუშაობის ანგარიშს წარადგენს და დეპუტატთა კითხვებს უპასუხებს, რის შემდეგაც დეპუტატთა სიტყვით გამოსვლის პროცედურა გაიმართება.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს