გიორგი ამილახვარი - მინისტრს, რომელსაც კანონისმიერი უფლება აქვს, არც ერთი დისკრეცია არ გამომიყენებია - სკოლის დირექტორობის კანდიდატები თავად სასკოლო საზოგადოების მხრიდან აირჩა - ეს არის ჩვენი გამიზნული პოლიტიკა

მინისტრს, რომელსაც კანონისმიერი უფლება აქვს, არც ერთი დისკრეცია არ გამომიყენებია. თითოეული მათგანი [დირექტორობის კონკურსის კანდიდატები] თავად სასკოლო საზოგადოების მხრიდან აირჩა - სწორედ ამ მიდგომით მიმდინარეობს 1221 საჯარო სკოლაში კონკურსი, - ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა პარლამენტში პლენარულ სხდომაზე მინისტრის საათის ფორმატში გამოსვლისას განაცხადა.

მინისტრის თქმით, საწინააღმდეგო აზრის მქონე ოპონენტებიდან ვერავინ დაასახელა, რომ კონკურსში „არაკომპეტენტური კადრი იყო შერჩეული“.

„მინდა მოკლედ შევეხო დირექტორების კონკურსებთან დაკავშირებით. იცით, რომ შარშან წარვმართეთ ერთი დიდი პროცესი, სადაც 840 სკოლაში პრაქტიკულად. დაინიშნა ახალი დირექტორი და გახსოვთ რა გამოხმაურებები ჰქონდა ამას ჩვენი ოპონენტების მხრიდან. თუმცა, ვერც ერთ მათგანზე ვერავინ დაასახელა, რომ არაკომპეტენტური კადრი იყო შერჩეული. ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ მინისტრს, რომელსაც კანონისმიერი უფლება აქვს, არც ერთი დისკრეცია არ გამომიყენებია. თითოეული მათგანი თავად სასკოლო საზოგადოების მხრიდან აირჩა. ეს არის ჩვენი გამიზნული პოლიტიკა. სწორედ ამ მიდგომით მიმდინარეობს 1221 საჯარო სკოლაში კონკურსი. თუ არ ვცდები, გუშინ თუ დღეს მოხდა საბოლოო ოქმების შეჯერება კომისიის მხრიდან და კანდიდატები წარედგინათ სამეურვეო საბჭოს ასარჩევად. სწორედ, კვალიფიციური, ნეიტრალური კანდიდატები“,- განაცხადა მინისტრმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს