განათლების მინისტრი - 2026 წელს, სავარაუდოდ, შევძლებთ საბაზო და საშუალო საფეხურის ეროვნული შეფასებების პილოტირებას

ეროვნული შეფასება აუცილებელი კომპონენტია სასკოლო საზოგადოებისთვის, იმის გასაზომად თუ როგორ ვითარდება სკოლა, მასწავლებლის შედეგების გასაზომად და რაც მთავარია მოსწავლის ტრანზიცია, იქნება ეს უმაღლეს განათლებაში თუ პროფესიულ განათლებაში , - ამის შესახებ განათლების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა პარლამენტის, პლენარულ სხდომაზე „მინისტრის საათის“ ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მინისტრის თქმით, ეროვნულ გამოცდებს საფრთხე არ ემუქრება.

„ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერით აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა, რომ დაწყებითი და საბაზო საფეხურის ბოლოს, პირველ ეტაპზე განხორციელდეს სადიაგნოსტიკო, ანუ არა განმსაზღვრელი და სავალდებულო, არამედ შეფასებითი შეფასება, სადაც ჩვენ დავინახავთ მოსწავლის განვითარების ეტაპებს და შევაფასებთ მასწავლებლის და მოსწავლის მიღწეულ შედეგებს, სწორედ ამ კუთხით ვფიქრობთ, რომ შემდეგ წელს გარკვეული პილოტირებას დავიწყებთ დაწყებით საფეხურზე და 2026 წელს, სავარაუდოდ, შევძლებთ საბაზო და საშუალო საფეხურის ეროვნული შეფასებების პილოტირებას.

აქვე ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ ეროვნულ გამოცდებს არაფერი ემუქრება. ეს პროცესი მიმდინარეობს და აშენდება პარალელურად და როდესაც ჩვენ დავინახავთ, რომ სისტემა ამისთვის მზად არის - ჩვენი მოსწავლეები, მასწავლებლები და სასკოლო საზოგადოება სრულად მოერგო ე.წ. ეროვნულ შეფასებას, რომელიც გაცილებით უფრო მეტის მთქმელი და მეტი შედეგების მომტანი იქნება, ვიდრე ახლანდელი შეფასება, შემდგომ უკვე რამდენიმე წლის შემდეგ ჩვენ შეგვეძლება ვიმსჯელოთ თუ რა ფორმის ტრანზიცია უნდა გვქონდეს.

ეს პროცესი მიმდინარეობს და არ მინდა შეიქმნას მოლოდინი, რომ თითქოს ეროვნულ გამოცდებს რამე ემუქრება“,- განაცხადა ამილახვარმა.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო