გიორგი ტყემალაძემ და საკრებულოს წევრებმა 13 ივნისს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ, დედაქალაქის მერთან, კახა კალაძესთან და საკრებულოს წევრებთან ერთად ვერეს ხეობაში 13 ივნისის სტიქიის დროს დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკო და მათ ხსოვნას პატივი მიაგო. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.

საკრებულოს ცნობით, მემორიალთან სტიქიის შედეგად დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გაიმართა. საკრებულოს წევრებმა ტრაგიკულად დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადეს.

გიორგი ტყემალაძის განცხადებით, 13 ივნისი თანამედროვე საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი უმძიმესი დღეა, თბილისის სტიქიამ 23 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

„ამ ტრაგედიის წინაშე გაერთიანდა ხალხი, საერთო ძალებით შევძელით სტიქიის შედეგებთან გამკლავება და სულ მალე თბილისი ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა. უამრავი მოქალაქე საკუთარი სურვილით ჩაერთო დამანგრეველ სტიქიასთან ბრძოლაში და მაშველებთან ერთად შეძლო მაქსიმალური დახმარება აღმოეჩინა სტიქიით დაზარალებულთათვის. კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებს და ვიზიარებ მათ მწუხარებას“, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება