გენადი არველაძე - სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო ევროპის მეტროლოგიის ეროვნული ინსტიტუტების ასოციაციის სრულუფლებიანი წევრი გახდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, გენადი არველაძის განცხადებით, საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო ევროპის მეტროლოგიის ეროვნული ინსტიტუტების ასოციაციის (EURAMET) სრულუფლებიანი წევრი გახდა, რაც ადასტურებს სააგენტოს საქმიანობის საერთაშორისო აღიარებას მეტროლოგიის სფეროში.

მისივე თქმით, ხარისხის ეროვნული ინფრასტრუქტურის ინსტიტუციების ევროპულ ორგანიზაციებში გაწევრიანება საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის ერთ-ერთი წინაპირობაა.

„ამდენად, EURAMET-ის მიერ საქართველოს სრულუფლებიან წევრად მიღება წინ გადადგმულ ნაბიჯია ამ მიმართულებით და ქმნის განვითარების ახალ შესაძლებლობებს მეტროლოგიის სფეროში. ეს გადაწყვეტილება შედეგია მრავალწლიანი სტრუქტურული რეფორმებისა, რომელსაც საქართველოს მთავრობა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეშვეობით ევროინტეგრაციის პოლიტიკის ფარგლებში ახორციელებს“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გენადი არველაძემ.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტომ EURAMET-ს სრულუფლებიანი წევრის სტატუსის მინიჭებამდე სხვადასხვა კრიტერიუმი დააკმაყოფილა. ასოციაციაში გაწევრიანების პროცესი 2022 წელს ასოცირებული წევრის სტატუსის მინიჭებით დაიწყო. 2023 -2024 წლებში EURAMET-ის ექსპერტების მიერ წარმატებით ჩატარდა სააგენტოს მეტროლოგიის ინსტიტუტის გარე აუდიტი (peer-review) და შეფასების საფუძველზე სააგენტოს დაუდასტურდა დანერგილი ხარისხის მენეჯმენტის სისტემისა და გაზომვების სხვადასხვა მიმართულებების (ელექტრული გაზომვები, ტემპერატურა-ტენიანობა, მასა, მცირე მოცულობა, წნევა, დოზიმეტრია და სიგრძე) საერთაშორისო აღიარება სტანდარტის ISO/IEC 17025:2017 მოთხოვნების შესაბამისად, ამასთან იგი მონაწილეობდა EURAMET-ის ფარგლებში გამართულ ლაბორატორიათაშორისო შედარებებში, რაც სხვა მიღწევებთან ერთად გათვალისწინებულ იქნა სტატუსის მინიჭების პროცესში.

პროცესი მიმდინარეობდა ევროკავშირის დაძმობილების (TWINNING) პროექტის „საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს (GEOSTM) გაძლიერება საერთაშორისო/ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად“ მხარდაჭერით.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
არმაზ ახვლედიანი - „ქართულმა ოცნებამ“ ისეთ დღეში ჩაიგდო თავი, რომ იმ უიშვიათეს შემთხვევაშიც კი, როცა ის შესაძლოა, მართალიცაა, მისი აღარავის სჯერა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო