გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს.

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 14 ივნისს 11:00-დან 19:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში: ქსოვრისი, ილტოზა, მუხრანი, ვარდისუბანი და მიმდებარე სოფლებში; 11:30-დან 18:00 საათამდე აბონენტებს თიანეთის რაიონის სოფლებში: ახალსოფელი, ქვემო არტანი, დულუზაურები, ჭიაურა და მიმდებარე სოფლებში; 11:30-დან 16:00 საათამდე აბონენტებს ყაზბეგის რაიონის სოფლებში: ყანობი, ოქროყანა, გიმარა და მიმდებარე სოფლებში; 12:00-დან 15:00 საათამდე აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში: მაღაროსკარი, გომეწარი, კაწალხევი და მიმდებარე სოფლებში; 13:00-დან 16:00 საათამდე აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტში სოფელ დიღომში - კრისტიან სტივენსის, ხატაეთის, ბერტა ფონ ზუტნერის და მიმდებარე ქუჩებზე; 15:00-დან 18:20 საათამდე აბონენტებს მცხეთაში - სამხედროს, ნარეკვავის, გოგებაშვილის, ღართიკარის და მიმდებარე ქუჩებზე.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!