„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება გაიმართება

“საქართველოს ბანკი”, როგორც სტარტაპ ეკოსისტემის განვითარების მხარდამჭერი ფინანსური ინსტიტუტი, საქართველოში ამ მიმართულების გაძლიერებას აგრძელებს და ინიციატივებს კვლავ აქტიურ რეჟიმში ახორციელებს. სწორედ ამ მიზნით, ბანკთან პარტნიორობით, Startup Grind – ის მორიგი შეხვედრა 15 ივნისს, ტერმინალში გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს.

მათი ცნობით, ღონისძიებაზე ქართული სტარტაპის CityPay.io - ს დამფუძნებლები ბექა ქემერტელიძე და ერალპ ჰატიპოღლუ მათი იდეის, დაფინანსებისა და საერთაშორისო მასშტაბირებისთვის მზადების შესახებ ისაუბრებენ. ისინი აუდიტორიას ასევე გაუზიარებენ გამოცდილებას, თუ როგორ შეძლეს და მიიღეს 10 მლნ. დოლარის ინვესტიცია.

ღონისძიებაზე დასწრება შეუძლია ყველას, ვინც არის ბიზნესის მფლობელი, ინვესტორი ან თანამედროვე ტექნოლოგიებითა და ციფრული გადახდების მომავლით არის დაინტერესებული. ღონისძიებაზე დამსწრეებს შესაძლებლობა ექნებათ შეხვდნენ საინტერესო ადამიანებს და გაიგონ მეტი მათი ბიზნეს გამოცდილების შესახებ.

„საქართველოს ბანკი“ და Startup Grind წლებია ვთანამშრომლობთ და ეს პარტნიორობა წელსაც აქტიურად გრძელდება. ამ წლების განმავლობაში, ერთობლივად არაერთი საინტერესო ღონისძიება ჩავატარეთ. მიგვაჩნია, რომ მსგავსი შეხვედრების სერიები, სადაც წარმატებული სტარტაპერები საკუთარ ცოდნას და გამოცდილებას უზიარებენ დაინტერესებულ ადამიანებს, მნიშვნელოვნად უწყობს ხელს საქართველოში სტარტაპ ეკოსისტემის უფრო მეტად განვითარებას და გაძლიერებას. ჩვენ, როგორც ტექნოლოგიური კომპანია, მუდმივად ვცდილობთ სიახლეების დანერგვას როგორც კომპანიის შიგნით, ასევე გარეთ. როგორც მოგეხსენებათ, წლიდან-წლამდე ციფრული გადახდები მეტ აქტუალობას იძენს და სწორედ ამ შეხვედრაზე, სპიკერები ციფრული გადახდების თანამედროვე ტექნოლოგიურ გადაწყვეტებზე ისაუბრებენ. ვფიქრობთ, ეს ბიზნეს სფერში ჩართულ ადამიანებს განსაკუთრებით დააინტერესებს. ჩვენ კი აქ არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ მსგავსი სასარგებლო პროექტების განხორციელებასა და მხარდაჭერას“, - აცხადებენ „საქართველოს ბანკში“

Starup Grind - ის ღონისძიება ინგლისურ ენაზე გაიმართება.

მასზე დასასწრებად დარეგისტრირდით აქ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება