ანონსი  14 ივნისი

14 ივნისს, 09:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი პროექტის „საბჭოთა მეხსიერება“ საინაუგურაციო ღონისძიებას უმასპინძლებს.

გამომსვლელები: პროფესორი ნინო დობორჯგინიძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი პროფესორი სტივენ ჯონსი, ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრის ქართული კვლევების პროგრამის დირექტორი რობინ ლ. დანიგანი, აშშ-ის ელჩი საქართველოში პროფესორი ბექა კობახიძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.

მის: გ. წერეთლის ქუჩა N1, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზი, G106 აუდიტორია

14 ივნისს, 11:00 საათზე, იპოდრომის ტერიტორიაზე პარტია „ანა დოლიძე-ხალხისთვის“ თავმჯდომარე, ანა დოლიძე და თბილისის საკრებულოს წევრი, ნინო წულაძე ბრიფინგს გამართავს იპოდრომის ტერიტორიაზე რეკრეაციული სივრცის სამშენებლო პოლიგონად გადაქცევასთან დაკავშირებით.

მის: იპოდრომის ტერიტორია (ე.წ დომუსის კორპუსები)

საკონტაქტო პირი: 598 002 110

14 ივნისს, 11:00 საათზე, პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.

14 ივნისს, 16:00 საათზე, თბილისის საკრებულოს სხდომა გაიმართება.

მის: თავისუფლების მოედანი N 2.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება