ნანა ტოხვაძე - საარჩევნო ანკესი გულუბრყვილოთათვის - ასე შეიძლება შეჯამდეს განათლების მინისტრის მოხსენება პარლამენტში

ქვეყნის ევროპულ მომავალს საფრთხეს რომ უქმნის და ხელაღებით ყიდის, იმ ხელისუფლებისგან "კაპიკების მატება" ვერ გააბედნიერებს მასწავლებელს! - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრმა და განათლების მიმართულების ხელმძღვანელმა ნანა ტოხვაძემ განაცხადა, რითაც პარლამენტში განათლების "მინისტრის საათის" ფორმატში მისული გიორგი ამილახვარის განცხადებებს ეხმაურება.

ნანა ტოხვაძის შეფასებით, სკოლას შველა სჭირდება და ამიტომ ოქტომბერში აუცილებლად ოპოზიციამ უნდა გაიმარჯვოს.

"საარჩევნო ანკესი გულუბრყვილოთათვის - ასე შეიძლება შეჯამდეს განათლების მინისტრის მოხსენება პარლამენტში!

ალბათ, მადლიერებასაც ელიან მასწავლებლებისგან, როცა: 1. ინფლაციის და კატასტროფული ფასების ფონზე, "უპრეცედენტო" ზრდის მიუხედავად, განათლება კვლავ ყველაზე დაბალანაზღაურებად სფეროდ რჩება! 2. ახალი სახელფასო ფორმულა სახელმწიფო საიდუმლოებად აქციეს და არავინ იცის ვის რამდენი ემატება (თუ ემატება) 3. პოლიტიკური მიზანშეწონილობის საფუძველზე ინიშნებიან/აირჩევიან დირექტორები, ნაწილდება საათები, რიგდება სტატუსები! კვლავ შიმშილობით უწევთ პოლიტიკური ნიშნით დაბლოკილ დირექტორობის კანდიდატებს სამართლის ძიება!

ქვეყნის ევროპულ მომავალს საფრთხეს რომ უქმნის და ხელაღებით ყიდის, იმ ხელისუფლებისგან "კაპიკების მატება" ვერ გააბედნიერებს მასწავლებელს!

სკოლას შველა სჭირდება და აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ ოქტომბერში", - განაცხადა ტოხვაძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება