ვოლოდიმირ ზელენსკი - სი ძინპინმა სიტყვა მომცა, რომ რუსეთს იარაღს არ მიყიდის

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი მას დაჰპირდა, რომ რუსეთს იარაღს არ მიაწვდის.

"ვესაუბრე ჩინეთის ხელმძღვანელს, მან თქვა, რომ ის არ მიყიდის რუსეთს იარაღს, ვნახოთ. თუ პატიოსანი ადამიანია, არ გააკეთებს ამას, იმიტომ, რომ სიტყვა მომცა“, - განაცხადა ზელენსკიმ იტალიაში, „დიდი შვიდეულის“ სამიტის ფარგლებში აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

ამასთან, ზელენსკიმ შეერთებულ შტატებსა და უკრაინას შორის გაფორმებულ უსაფრთხოების შეთანხმებას უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯი უწოდა.

„შეთანხმებაში აღნიშნულია, რომ შეერთებული შტატები მხარს უჭერს უკრაინის მომავალ გაწევრიანებას ნატო-ში და აღიარებს, რომ ჩვენი უსაფრთხოების შეთანხმება არის ხიდი უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებისკენ“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

შეგახსენებთ, 22 მაისს, გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრმა, გრანტ შაპსმა ჩინეთი რუსეთისთვის ლეტალური იარაღის მიწოდებაში დაადანაშაულა. გერმანიისა და შეერთებული შტატების ხელისუფლებებმა0

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება