რატი იონათამიშვილი გაეროში, აშშ-ს მისაწვდომობის საბჭოს და სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდა

გაეროს შშმ პირთა უფლებების კონვენციის 17-ე ასამბლეის დასკვნით დღეს საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი აშშ-ს მისაწვდომობის საბჭოს აღმასრულებელ დირექტორს საჩინ დევ პავითრანს, ტექნოლოგიების და ინფორმაციის მისაწვდომობის დირექტორს ელისონ ლევის და სახელმწიფო დეპარტამენტის შეზღუდული შესაძლებლობის მართლმსაჯულების ოფიცერს ესლან ელისონს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს.

პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა იმსჯელეს შშმ პირთათვის კომუნიკაციისა და ვებ-მისაწვდომობის სტანდარტებზე, კარგ საერთაშორისო პრაქტიკასა და საკანონმდებლო ჩარჩოებზე. საუბრის დროს, დადებითად იქნა შეფასებული საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული “მისაწვდომობის ეროვნული სტანდარტები”, რომელიც უნივერსალური დიზაინის პრინციპებს ეფუძნება.

„ასევე, მხარეები შეთანხმდნენ მჭიდრო თანამშრომლობის სამომავლო გზებსა და აუცილებლობაზე.

„აშშ-ს მისაწვდომობის საბჭო არის დამოუკიდებელი სახელმწიფო სააგენტო, რომელიც აშშ-ში ფედერალურ დონეზე უწევს კოორდინაციას შშმ პირთა ფიზიკური გარემოს, ტრანსპორტის, სერვისების, ინფორმაციისა და ტექნოლოგიების მისაწვდომობის საკითხებს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს პარლამენტის წევრთან შეხვედრა აშშ-ს მისაწვდომობის საბჭომ საკუთარ X პლატფორმაზე გაავრცელა”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება