იაპონია, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გვერდის ავლაში მონაწილეობისთვის, ოთხი ქვეყნის კომპანიებს ასანქცირებს

იაპონია რამდენიმე კომპანიას ჩინეთიდან, ინდოეთიდან, არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან და უზბეკეთიდან რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გვერდის ავლაში მონაწილეობის გამო სანქციებს დაუწესებს, - მედიის ინფორმაციით ამის შესახებ იაპონიის მთავრობის გენერალურმა მდივანმა, იოშიმასა ჰაიაშიმ ტოკიოში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

იაპონიის მთავრობის გენერალური მდივნის თქმით, იაპონია რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტის დეტალების შეთანხმების დასკვნით ეტაპზეა.

„ჩვენი ქვეყანა მნიშვნელოვნად მიიჩნევს მტკიცე რეაგირებას რუსეთის წინააღმდეგ სანქციების თავიდან აცილების ან გვერდის ავლის მცდელობებზე. ამ სამიტზე ჩვენ განვაცხადეთ, რომ განვიხილავთ პაკეტს, რომელიც მოიცავს სანქციებს მესამე ქვეყნების ორგანიზაციების წინააღმდეგ. კომპანიები ჩინეთიდან, ინდოეთიდან, არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან, უზბეკეთიდან, ყაზახეთიდან. ეს სანქციები მიმართულია არა კონკრეტული ქვეყნების წინააღმდეგ, არამედ არის ზომები ცალკეული კომპანიების წინააღმდეგ, რომლებიც სანქციების გვერდის ავლაში მონაწილეობენ. ამჟამად ჩვენ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტის დეტალების შეთანხმების დასკვნით ეტაპზე ვართ და ვგეგმავთ, რომ მალე ოფიციალურად გამოვაცხადოთ“, - განაცხადა ჰაიაშიმ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს