უკრაინელებმა შვიდ ოლქში რუსების მიერ გაშვებული 7 ფრთოსანი რაკეტა და 17 დრონი გაანადგურეს

რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაზე 14 რაკეტისა და 17 Shahed-ის ტიპის დრონის გამოყენებით სარაკეტო - საჰაერო დარტყმა განახორციელეს. ინფორმაციას უკრაინული მედია საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, რუსებმა უკრაინის ტერიტორიაზე იერიში მიიტანეს Х-101/Х-555 ტიპის 10 ფრთოსანი რაკეტით, Х-47М2 ტიპის აერობალისტიკური, „კინჟალის“ რაკეტით, „ისკანდერ მ“ ტიპის ბალისტიკური 3 რაკეტით და Shahed-131/136 ტიპის 17 დრონით.

საჰაერო ძალებში აცხადებენ, რომ უკრაინელებმა ხმელნიცკის, ხარკოვის, ნიკოლაევის, ოდესის, ზაპოროჟიეს, დნეპროპეტროვსკის და კიროვოგრადის ოლქებში 24 საჰაერო სამიზნე: Х-101/Х-555 ტიპის 7 ფრთოსანი რაკეტა და Shahed-131/136 ტიპის 17 დრონი გაანადგურეს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება