ეროვნული ბანკის ევრო 2024-ის მონეტა ოქროს და ვერცხლის იქნება

ფეხბურთში ეროვნული ნაკრების ისტორიული გამარჯვებისა და ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე თამაშის აღსანიშნავად, საქართველოს ეროვნული ბანკი 5 ლარის ნომინალის საკოლექციო დანიშნულების ოქროსა და ვერცხლის მონეტებს გამოუშვებს. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

ინფორმაციის თანახმად, აღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად შესაბამისი დიზაინის შესაქმნელად მუშაობა დაიწყო, რის შედეგადაც ფედერაციამ უზრუნველყო ვერცხლისა და ოქროს მონეტების დიზაინის ესკიზების მომზადება.

მონეტების დიზაინის თითოეული დეტალი ეროვნული ნაკრების გუნდის სიმბოლიკიდან არის აღებული და სრულად შეესაბამება მის ბრენდბუქს.

ამასთან, როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მონეტის ერთ მხარეს გამოსახულია ნაკრების ლოგო (ვერცხლის მონეტაზე მოცემულია ფერადი სახით) და ლოგოს დიზაინის მთავარი სიმბოლო - მხედარი (პროტოტიპად აღებულია თეთრი გიორგი), რომელიც ებრძვის გველეშაპს, როგორც საკუთარ თავში სისუსტის დაძლევის სიმბოლოს. მონეტაზე დატანილია წარწერა „მე ვარ საქართველო“, რაც ბრენდის სლოგანი და ვერბალური იდენტობაა, რომელიც მის იდეოლოგიას ახმოვანებს და ქვეყანას მსოფლიო ასპარეზზე წარმოაჩენს.

მონეტის მეორე მხარეს გამოსახულია ნაკრების ფეხბურთელთა მაისურის დიზაინი (ვერცხლის მონეტაზე მოცემულია ფერადი სახით), რომელიც ნაკრების ახალ ბრენდთან ერთად შეიქმნა და ერთგვარად გადმოსცემს ბრენდის ფილოსოფიას. მონეტა შეიცავს მოვლენის აღმნიშვნელ წარწერებს ქართულ და ინგლისურ ენებზე, ნომინალს და გამოშვების წელს.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას თქმით, ევრო 2024-სადმი მიძღვნილი საკოლექციო მონეტები სიმბოლურად ყოველთვის საქართველოს ნაკრებისა და ქართველი ფეხბურთელების წარმატებასთან იქნება დაკავშირებული.

„ჩვენი ნაკრების ისტორიული მიღწევის აღსანიშნად, როგორც იცით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მარტში ევრო 2024-სადმი მიძღვნილი საკოლექციო მონეტის გამოშვების გადაწყვეტილება მიიღო. მონეტების დიზაინზე, რომელიც ოქროსა და ვერცხლის იქნება, ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად ვიმუშავეთ. წარმატებებს ვუსურვებ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

მიმდინარე ეტაპზე პარტნიორად შერჩეულ ლიეტუვის ზარაფხანაში დაწყებულია ევრო 2024-ის საკოლექციო მონეტების დამზადების პროცესი, რომლის დასრულება და რეალიზაცია მიმდინარე წლის ბოლოს იგეგმება.

ვახტანგ ძაბირაძე - ოპოზიციურად განწყობილმა ელექტორატმა არ უნდა თქვას უარი არჩევნებში მონაწილეობაზე, რადგან არჩევნებში არ მონაწილეობა პოლიტიკურ ბრძოლაზე უარის თქმას ნიშნავს
დავით გეფერიძე - აფხაზეთში საერთაშორისო ფრენების განხორციელება ეწინააღმდეგება საერთაშორისო საჰაერო სამართლის ძირითად პრინციპებსა და ნორმებს, თან მგზავრებისთვის საფრთხის შემცველიცაა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.06.2025
„მაკდონალდსის“ 27-ე ახალი რესტორანი გაიხსნა
Homer-მა შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სათავო ოფისი გახსნა და ახალი საცხოვრებელი პროექტი წარადგინა
ყაზახეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი 2025 ჩატარდა
ბუნებასთან ჰარმონიაში - საგურამოსთან ახლოს სააგარაკე დასახლება „შინვუდი“ შენდება