საქართველოსა და ისლანდიას შორის გეოთერმული ენერგიების განვითარების შესახებ მემორანდუმი გაფორმდა

საქართველო და ისლანდია გეოთერმული ენერგიების განვითარების სფეროში თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ურთიერთგაგების მემორანდუმს ხელი ისლანდიის ქალაქ რეიკიავიკში გამართული საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში მოეწერა. მემორანდუმი მიზნად თანამშრომლობას ენერგოეფექტურობის, განახლებადი და გეოთერმული ენერგიის განვითარების მიმართულებით ისახავს.

„მემორანდუმს ხელი მოაწერა საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიების პოლიტიკისა და მდგრადი განვითარების დეპარტამენტის უფროსმა, მარიტა არაბიძემ.

დოკუმენტის თანახმად, მხარეებმა აიღეს ვალდებულება, წაახალისონ თანამშრომლობა საქართველოში ევროკავშირის ენერგეტიკული კანონმდებლობის ჰარმონიზაციასა და საჯარო შენობებში ენერგოეფექტურობის გაზრდის მიმართულებით. მემორანდუმის ძირითადი ასპექტებია სამთავრობო ინსტიტუტებს შორის კომუნიკაციისა და თანამშრომლობის ხელშეწყობა, პროფესიულ ორგანიზაციებსა და სავაჭრო პალატებს შორის კავშირების დამყარება და განახლებადი ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავება.

ხელმოწერამდე საქართველოს დელეგაციამ ასევე შეხვედრა გამართა ისლანდიის გარემოს დაცვის, ენერგეტიკისა და კლიმატის მინისტრ გუდლაუგურ თორ თორდარსონთან, რომლის დროსაც ორ ქვეყანას შორის გეოთერმული ენერგიების განვითარების განხრით, სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები განიხილეს.

ფორუმის ფარგლებში, საქართველოს დელეგაციამ ასევე მონაწილეობა მიიღო თემატურ დისკუსიაში, რომლებიც ისლანდიაში გეოთერმული ენერგიის გამოცდილებას შეეხებოდა. დისკუსიაში მონაწილეობას დაახლოებით, 50 ქვეყნის 800 დელეგატი იღებდა.

საქართველოს დელეგაციას ასევე ნავთობისა და გაზის კორპორაციისა და საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის წარმომადგენლები წარმოადგენდნენ. ასევე შეხვედრები გაიმართა როგორც სხვადასხვა ქვეყნების დელეგაციებთან, ისე საერთაშორისო ბიზნესის წარმომადგენლებთან, რომელზეც საერთაშორისო გამოცდილებები და თანამშრომლობის განვითარების სამომავლო პერსპექტივები განიხილეს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში,

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება