სემეკში წყალმომარაგების საკითხებზე  FCC Aqualia-ს წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (სემეკ), ქალაქების - თბილისის, რუსთავისა და მცხეთის წყალმომარაგების საკითხებზე, შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ინვესტორი კომპანიის FCC Aqualia-ს აღმასრულებელ დირექტორთან სანტიეგო ლაფუენტეს პერეს ლუკასთან, რეგიონულ დირექტორთან ხოსე ენრიკე ბოფილ მაესტრესთან და შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მენეჯმენტთან შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ავრცელებს.

მათი ცნობით, სემეკის მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანია, კომისიის წევრები და წყალმომარაგების დეპარტამენტის წარმომადგენლები.

შეხვედრაზე მხარეებმა სექტორში არსებული მარეგულირებელი ნორმები და სტანდარტები, შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მომსახურების არეალში, წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით მიმდინარე და დაგეგმილი საინვესტიციო პროექტები განიხილეს. ასევე, ისაუბრეს კომპანიის სამომავლო გეგმებზე.

მათივე ინფორმაციით, FCC Aqualia-მ 2022 წელს 180 მილიონ დოლარიანი ინვესტიცია განახორციელა და შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ 80%-იანი წილი შეისყიდა. Aqualia დასახელებულია როგორც მსოფლიოში საუკეთესო წყლის მენეჯმენტის კომპანია, რომლის აქციონერებიც უმსხვილესი საერთაშორისო ორგანიზაციები FCC (51%) და IFM (49%) არიან.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება