მიხეილ დაუშვილი - „ქართული ოცნება“ ხვდება, რომ არჩევნებში მარცხდება - სჭირდება ცესკო კიდევ უფრო მარტივად კონტროლირებადი იყოს

პრეზიდენტის მიერ გამოყენებული ვეტო დიახ, აბსოლუტურად სწორია , - ამის შესახებ პარტია “გახარია საქართველოსთვის” წევრმა, მიხეილ დაუშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტოს.

მისი თქმით, “ქართულმა ოცნებამ” ეს ცვლილებები იმიტომ მიიღო, რომ ხვდება, არჩევნებში დამარცხდება.

“არსებული წესის, რაც დღესაც მოქმედებს, შინაარსი იყო, რომ ცესკოში გადაწყვეტილების მიღების პროცესში მაღალი კონსენსუსი უნდა შედგეს. “ოცნება” ამ კონსენსუსის საჭიროებას უბრალოდ აუქმებს და მარტივად, თვითონვე შეძლებს, რომ გადაწყვეტილებები მიიღოს. ეს სჭირდება იმიტომ, რომ ცესკო მისთვის კიდევ უფრო მარტივად კონტროლირებადი და მართვადი იყოს. იმიტომ, რომ ხვდება, არჩევნებში მარცხდებიან. ამიტომაც მიიღეს ეს ცვლილებები. შესაბამისად, [საქართველოს პრეზიდენტის მიერ] გამოყენებული ვეტო დიახ აბსოლუტურად სწორია”, - აღნიშნა მიხეილ დაუშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა ვეტო დაადო „საარჩევნო კოდექსში“ განხორციელებულ ცვლილებებს, რომლითაც ცესკოს გადაწყვეტილებების მისაღებად საჭირო 2/3-იანი კვორუმი მცირდება სრული შემადგენლობის უმრავლესობამდე.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება