პაატა მანჯგალაძე - თურმე ახლა შეასრულებენ ევროკავშირის რეკომენდაციებს - ექვსი თვის წინ კალაძე აცხადებდა, რომ საქართველომ ყველა რეკომენდაცია შეასრულა და ბურთი ევროპის მოედანზე იყო

კახა კალაძეს ვურჩევდი ან მრჩევლები შეცვალოს ან დოკუმენტები თავად წაიკითხოს - ჯერ კიდევ ექვსი თვის წინ კალაძე­ იმას აცხადებდა, რომ საქართველომ ევროკავშირის ყველა რეკომენდაცია შეასრულა და ბურთი ევროპის მოედანზე იყო , - ასე ეხმაურება "ქართული ოცნების" გენერალურ მდივანს პარლამენტის ოპოზიციონერი წევრი პაატა მანჯგალაძე.

მანჯგალაძის თქმით, "აღმოჩნდა, რომ ბურთი კალაძეს ჰქონია დამალული და ახლა გამოაჩინეს".

"თურმე ახლა შეასრულებენ ევროკავშირის რეკომენდაციებს!

სიმართლე არის ის, რომ "ქართულმა ოცნებამ" ევროკავშირის რეკომენდაციები არ შეასრულა. უფრო მეტიც, მან რუსული რეკომენდაცია შეასრულა, მიიღო რუსული კანონი, რის გამოც ლამის მთელი "ქართული ოცნება" დასანქცირებულია. ქვეყანა არის დიდი რისკის ქვეშ, რადგან სანქცირებული მთავრობით ჩვენ ვერც ნატოში შევალთ და ვერც ევროკავშირში. არ არსებობს პრეცედენტი აშშ-სა და ევროკავშირის მიერ სანქცირებულმა მთავრობებმა ქვეყანას რაიმე სიკეთე მოუტანოს", - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
„სილქნეტს“ გადაეცა Speedtest-ის ჯილდო - „ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში“
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება