ბექა ოდიშარია - გუშინ დახლებს შორის ახლად თავმოკვეთილი ქათმის ინსტინქტებით მორბენალი შემეფეთა - ეს ადამიანი, რა თქმა უნდა,  დაფინანსებულია, თორემ რა უნდა სანზონელ თუ გლდანელ კაცს 23:30 საათზე კრწანისში, სუპერმარკეტში?

როგორც კი მან “რუსეთის მონა” დამიძახა პირდაპირ მივანიშნე, რომ აქ რუსული მხოლოდ ერთი სიტყვაა და ის რუსული სიტყვა მე მას ვუთხარი, რისი განსახიერებაც არის თავად. არავინ დამიწყოს, რომ თმენის ვალდებულება მაქვს. მანახეთ სად წერია, რომ თმენის ვალდებულება მაქვს, როცა მონას მეძახიან , - ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, ბექა ოდიშარიამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა გუშინდელ შემთხვევას, რა დროსაც მას სუპერმარკეტში შეურაცხყოფა მიაყენეს.

ოდიშარიას თქმით, “ეს ადამიანი დაფინანსებულია, თორემ რა უნდა სანზონელ თუ გლდანელ კაცს 23:30-ზე კრწანისში, სუპერმარკეტში”

“გუშინ გახლდით ჩემი სახლის შორი-ახლოს სუპერმარკეტში, რა დროსაც შორიდან რაღაც გაურკვეველი ხმაური მომესმა, მოვტრიალდი და შემეფეთა დომენიკო მანგოს უხარიხო პატენტი - fake დომენიკო მანგო. დახლებს შორის ახლად თავმოკვეთილი ქათმის ინსტინქტებით მორბენალი, რომელმაც მომაძახა, ვარ თუ არა ბექა ოდიშარია, რაც სიამოვნებით დავუდასტურე. შემდეგ დაიძახა მხოლოდ ეს ფრაზა: “შენ რუსულ კანონზე ხელმომწერი ხარო”.

ამაზე ბევრი არ გავაგრძელე, ჩვენ არავისთან კონფლიქტი და შეხლა-შემოხლა არ გვინდა. ზოგადად, ვიხვეწებით, რომ ვინმე მოვიდეს და გვკითხოს თუ რა წერია ამ 6-გვერდიან კანონში [“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ”], რომ ის მილიონი გვერდი, რომელსაც ჰარმონიზაცია გავუკეთეთ ევროკავშირის კანონმდებლობასთან. ასოცირების ხელშეკრულებიდან დაწყებული ვიზალიბერალიზაციით გაგრძელებული და კანდიდატის სტატუსით დამთავრებული - ყველაფერი ეს “ქართული ოცნების” ხელისუფლების მიერ მოპოვებული წარმატებაა ქართველი ხალხისათვის. ამ ექვსმა გვერდმა რა შეცვალა. ალბათ, ლგბტ [პროპაგანდასთან] დაკავშირებულმა ჩვენმა აქტივობამ ძალიან ბევრი ლობისტი, როგორც შიგნით, ისე გარეთ გააღიზიანა.

მე “რუსულ კანონზე” ხელისმომწერი, რა თქმა უნდა, არ ვარ. ბუნებაში არანაირი რუსული კანონი არ არსებობს - არსებობს ქართული კანონი.

ეს ადამიანი, რა თქმა უნდა, დაფინანსებულია, თორემ რა უნდა სანზონელ თუ გლდანელ კაცს 23:30-ზე კრწანისში, სუპერმარკეტში. 150-მეტრიანი სივრცე გამოიარა და ერთი პროდუქტიც არ ეჭირა ხელში.

როგორც კი მან “რუსეთის მონა” დამიძახა პირდაპირ მივანიშნე, რომ აქ რუსული მხოლოდ ერთი სიტყვაა და ის რუსული სიტყვა მე მას ვუთხარი, რისი განსახიერებაც არის თავად. არავინ დამიწყოს, რომ თმენის ვალდებულება მაქვს. მანახეთ სად წერია, რომ თმენის ვალდებულება მაქვს, როცა მონას მეძახიან.

ის მუდმივად ცდილობდა ჩემთან ახლოს მოსვლას, მიუხედავად იმისა, რომ ვერ ბედავდა.

საბოლოო ჯამში, მას ეტყობა ჩემი სიმშვიდე ყელში ამოუვიდა”, - აღნიშნა ოდიშარიამ.

ინფორმაციისთვის, გუშინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც “ქართული ოცნების” დეპუტატს, ბექა ოდიშარიას სუპერმარკეტში მოქალაქემ “მონა” და „რუსი“ უწოდა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება