საქპატენტში საქართველო-შვეიცარიის ინტელექტუალური საკუთრების პროექტის (GESIP) მმართველი კომიტეტის რიგით მეორე შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – „საქპატენტის“ სათავო ოფისში საქართველო-შვეიცარიის ინტელექტუალური საკუთრების პროექტის (GESIP) მმართველი კომიტეტის მეორე შეხვედრა გაიმართა.

„საქპატენტის“ ინფორმაციით, შეხვედრას ესწრებოდნენ „საქპატენტის“, შვეიცარიული მხარისა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები.

ინფორმაციის თანახმად, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს პროექტის პირველი ფაზით გათვალისწინებული შესრულებული აქტივობები, დაგეგმილი ღონისძიებები, და, ასევე, წარმოადგინეს პროექტის მეორე ფაზის განხორციელებისთვის განახლებული საჭიროებები და პრიორიტეტები.

„პროექტის ფარგლებში, ამჟამად მიმდინარეობს „საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების შესახებ“ საქართველოს კანონის იმპლემენტაციისათვის საჭირო აქტების გადახედვა, ხორციელდება ტრენინგები ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ხელოვნურ ინტელექტთან და ბიზნესსექტორებზე ადაპტირებული სხვადასხვა პროგრამული უზრუნველყოფის სისტემასთან დაკავშირებული საპატენტო განაცხადების ექსპერტიზის მეთოდები.

აღსანიშნავია, რომ GESIP „საქპატენტისა“ და შვეიცარიის კონფედერაციის ინტელექტუალური საკუთრების ფედერალური ინსტიტუტის (IPI) ერთობლივი პროექტია, რომელიც 2022 წელს დაიწყო და ხორციელდება შვეიცარიის კონფედერაციის ეკონომიკურ საქმეთა სახელმწიფო სამდივნოს (SECO) ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში გეოგრაფიული აღნიშვნების ეფექტიან გამოყენებას, მათ შორის, საპატენტო ძიებებთან დაკავშირებული გამოცდილების გაზიარებას, გეოგრაფიული აღნიშვნების მქონე პროდუქტების მწარმოებლებისა და მწარმოებელთა ასოციაციების ინსტიტუციურ გაძლიერებასა და ინტელექტუალური საკუთრების შესაბამისი სერვისების გაუმჯობესებას“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია