გიგა ნადირაძე - „ჯივიპი“ აქტიურად აგრძელებს მოძველებული ქსელების განახლებას და მსხვილი ინფრასტრუქტურული ობიექტების რეაბილიტაციას

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ 2024-2026 წლებში, წყალმომარაგების სფეროში უპრეცედენტო - 378 მილიონი ლარის ინვესტიციას განახორციელებს, რომელიც სრულად მოხმარდება მოძველებული ქსელების განახლებას, გამართული ოპერირებისთვის აუცილებელი სპეც ტექნიკის შეძენასა და მსხვილი ინფრასტრუქტურული ობიექტების რეაბილიტაციას. ამის შესახებ ინფორმაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ავრცელებს.

„ჯივიპის“ აქტივების მართვის დირექტორის, გიგა ნადირაძის თქმით, მიმდინარე წელს კომპანიამ წყალსადენისა და წყალარინების ქსელზე 40 სარეაბილიტაციო პროექტი უკვე დაასრულა და 34 პროექტზე კი აქტიურად მუშაობს.

„ჯივიპის“ მფლობელი, ესპანური კომპანია Aqualia თბილისის, რუსთავისა და მცხეთის წყალმომარაგებაში ევროპულ მიდგომებსა და სტანდარტებს აქტიურად ნერგავს. სწორედ წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზების მნიშვნელოვანი ნაწილია კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი ქსელების განახლება და რეაბილიტაცია.

2024 წელს კომპანიამ წყალსადენისა და წყალარინების ქსელზე უკვე დაასრულა 40 და აქტიურად მუშაობს 34 სარეაბილიტაციო პროექტზე. სამუშაოების ფარგლებში, 51 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება და ჯამში 84 კილომეტრი ქსელი განახლდება.

ამასთანავე, აქტიურად მიმდინარეობს ავტოპარკისა და ტექნიკის განახლება, რაშიც „ჯივიპი“ 13 მილიონ ლარამდე ინვესტიციას ახორციელებს და შედეგად კომპანიას სრულად აღჭურვას ეფექტური ოპერირებისთვის აუცილებელი თანამედროვე სპეც-ტექნიკით”, - განაცხადა გიგა ნადირაძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება