პაატა მანჯგალაძე „ქართულ ოცნებას“ - მეტი რუსობა რა გინდათ, ლოთი დიმიტრი მედვედევიც კი აღაფრთოვანა თქვენმა კანონმა

ნიშნის მოგებით, რომ კითხულობდით, რატომ არის ეს კანონი რუსულიო?! - მეტი რუსობა რა გინდათ, ლოთი დიმიტრი მედვედევიც კი აღაფრთოვანა თქვენმა კანონმა , - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის” გენერალურმა მდივანმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მანჯგალაძე „ქართული ოცნების“ წევრებს მიმართავს და გამოფხიზლებისკენ მოუწოდებს.

„დავუშვათ,რუსული კანონის არსს და მნიშვნელობას ვერ მიხვდით, ვერც პირველ მოსმენაზე, ვერც მეორეზე, ვერც მესამეზე, ვერც იმით, რომ ასობით ათასი ადამიანი გამოვიდა ქუჩაში.

ნიშნის მოგებით, რომ კითხულობდით, რატომ არის ეს კანონი რუსულიო?! - მეტი რუსობა რა გინდათ, ლოთი დიმიტრი მედვედევიც კი აღაფრთოვანა თქვენმა კანონმა, მედვედევი საქციელს გიწონებთ და ნეოკოლონიალიზმზე და აშშ-ზე ერთნაირად საუბრობთ. ახლა მაინც გამოფხიზლდით რა ზიანი მოუტანეთ ქვეყანას და ხალხს.

თქვენგან დიდი მოლოდინი არ მაქვს და ის მაინც გააკეთეთ, რომ დარჩენილ ვადაში, არჩევნებამდე რამე სხვა დიდ შარს და ხიფათს, ეს ქვეყანა არ გადაკიდოთ“, - განაცხადა მანჯგალაძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება