ირაკლი ქადაგიშვილი - ძალიან გვწყინს, როცა გამჭვირვალობასთან დაკავშირებით ყველაზე უფრო დემოკრატიულ და ლიბერალურ კანონს „რუსულ კანონს“ უწოდებენ და საქართველოს მოურიდებლად ჰკიდებენ რუსული სატელიტის იარლიყს

ჩვენც ძალიან გვწყინს, როდესაც მსოფლიოში გამჭვირვალობასთან დაკავშირებით ყველაზე უფრო დემოკრატიულ და ლიბერალურ კანონს „რუსულ კანონს“ უწოდებენ, - ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების” დეპუტატი, ირაკლი ქადაგიშვილი საქართველოში აშშ-ის ელჩის, რობინ დანიგანის განცხადებას.

ქადაგიშვილის თქმით, საქართველოს მოურიდებლად რომ ჰკიდებენ რუსული "სატელიტობის" იარლიყს, ეს ძალიან საწყენია და კარგი იქნება თუ მათ გულის წუხილს ამ მხრივადაც გაიგებენ.

“ზოგადად, არსებობენ ადამიანები და პოლიტიკური ძალები, ვისაც ომთან დაკავშირებით განსხვავებული დამოკიდებულებები აქვს. ამიტომ, გლობალურად არსებობს მშვიდობის მყოფელები და ომის მოსურვეებიც. ეს მსოფლიო პოლიტიკაში არახალია. დიდი პატივისცემით ელჩთან, ეს ჩვენმა მთავრობის მეთაურმაც არაერთხელ აღნიშნა. ჩვენც ძალიან გვწყინს, როდესაც მსოფლიოში გამჭვირვალობასთან დაკავშირებით ყველაზე უფრო დემოკრატიულ და ლიბერალურ კანონს “რუსულ კანონს” უწოდებენ. აქედან გამომდინარე, საქართველოს მოურიდებლად ჰკიდებენ რუსული "სატელიტობის" იარლიყს. ეს ჩვენც ძალიან გვწყინს და კარგი იქნება, რომ ამ მხრივადაც გაიგებენ ჩვენს გულის წუხილს.

საქმე იმაშია, რომ ის, რასაც ამ კანონთან [“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ”] ახდენენ, ეს დეზინფორმაციის პიკია”, - აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ინფორმაციისთვის, საქართველოში აშშ-ის ელჩმა, რობინ დანიგანმა განაცხადა, რომ “აშშ-საქართველოს ურთიერთობის შესახებ დეზინფორმაცია ვრცელდება, თითქოს ჩვენ ვართ „გლობალური ომის პარტია“, რევოლუციის წახალისებას ვცდილობთ და გვაქვს ბოროტი ზრახვები - ამის მოსმენა გულდასაწყვეტია”.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს