„ჯივიპის“ მფლობელი, ევროპული კომპანია FCC Aqualia-ს წარმომადგენლები საქართველოში ვიზიტის ფარგლებში სემეკის თავმჯდომარესა და კომისიის წევრებს შეხვდნენ

საქართველოში ყველაზე მსხვილი დარგობრივი ინვესტორის, ევროპული კომპანია FCC Aqualia-ს ახალი აღმასრულებელი დირექტორი, სანტიაგო ლაფუენტე, რეგიონალური დირექტორი, ხოსე ენრიკე ბოფილ მაესტრე და GGU ჯგუფისა და „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ გენერალური დირექტორი, ხოსე მიგელ სანტოს გონსალესი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარეს დავით ნარმანიას, კომისიის წევრებს და წყალმომარაგების დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა წყალმომარაგების სექტორში საქართველოში არსებული მარეგულირებელი ნორმები და სტანდარტები, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მომსახურების არეალში წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით მიმდინარე და დაგეგმილი საინვესტიციო პროექტები და სამომავლო გეგმები განიხილეს.

„FCC Aqualia საქართველოში ყველაზე მსხვილი ევროპელი ინვესტორია, რომელმაც 2022 წელს 180 მილიონ დოლარიანი ინვესტიცია განახორციელა და „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ 80%-იანი წილი შეიძინა. Aqualia მსოფლიოში საუკეთესო წყლის მენეჯმენტის კომპანიაა, რომლის აქციონერებიც უმსხვილესი საერთაშორისო ორგანიზაციები FCC (51%) და IFM (49%) არიან.

საქმიანი ვიზიტის ფარგლებში საქართველოში იმყოფებოდნენ FCC-ის ადმინისტრაციული და ფინანსური დირექტორი, მიგელ მარტინეს პარა, FCC-ის იურიდიული დირექტორი, ხოსე სერო რედონდო. FCC Aqualia-ს აღმასრულებელი დირექტორი, სანტიაგო ლაფუენტე, FCC Aqualia-ს რეგიონალური დირექტორი, ხოსე ენრიკე ბოფილ მაესტრე, FCC Aqualia-ს ფინანსური დირექტორი, ისიდორო ანტონიო მარბან ფერნანდესი და FCC Aqualia-ს საერთაშორისო ბიზნესის მმართველი დირექტორი, ლუის ფრანცისკო დე ლოპე ალონსო“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს