ვლადიმერ პუტინი - დასავლური სახელმწიფოების ეგოიზმმა და ამპარტავნებამ გამოიწვია უკიდურესად საშიში მდგომარეობა - ჩვენ მივუახლოვდით დაუბრუნებლობის წერტილს

დასავლური სახელმწიფოების ეგოიზმმა და ამპარტავნობამ მიგვიყვანა დღევანდელ მდგომარეობამდე, მსოფლიო დაუბრუნებლობის წერტილს მიუახლოვდა, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

„ნება მომეცით შეგახსენოთ, რომ სწორედ ვაშინგტონმა შეარყია სტრატეგიული სტაბილურობა ანტიბალისტიკური სარაკეტო ხელშეკრულებიდან, ღია ცაზე საშუალო და მოკლე რადიუსის ბირთვული რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ ხელშეკრულებიდან ცალმხრივი გასვლის გამო. საბოლოო ჯამში, დასავლური სახელმწიფოების ეგოიზმმა და ამპარტავნებამ გამოიწვია დღევანდელი უკიდურესად საშიში მდგომარეობა. ჩვენ დაუშვებლად მივუახლოვდით დაუბრუნებლობის წერტილს“, - განაცხადა პუტინმა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობასთან შეხვედრაზე.

მისი თქმით, მოწოდებები რუსეთისთვის სტრატეგიული მარცხის მიყენების შესახებ, რომელსაც ბირთვული იარაღის უდიდესი არსენალი აქვს, „დასავლელი პოლიტიკოსების უზომო ავანტიურიზმზე მეტყველებს“.

პუტინის მტკიცებით, სწორედ დასავლეთმა მოამზადა და პროვოცირება მოახდინა უკრაინის კრიზისი და ახლა ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ კრიზისი გაგრძელდეს.

”სწორედ დასავლეთმა მოამზადა და პროვოცირება მოახდინა უკრაინის კრიზისი, ახლა კი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ეს კრიზისი უსასრულოდ გაგრძელდეს“,- განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს