გია ვოლსკი - არავის ეგონოს, რომ ფიზიკური შეურაცხყოფა რაღაცით უფრო მეტია, ვიდრე ფსიქოლოგიური შეტევა, რამაც შეიძლება ადამიანის ჯანმრთელობა ბევრად უფრო სერიოზულად დაანგრიოს, ვიდრე ფიზიკურმა ძალადობამ

არავის ეგონოს, რომ ფიზიკური შეურაცხყოფა რაღაცით უფრო მეტია, ვიდრე ფსიქოლოგიური შეტევა, რამაც შეიძლება ადამიანის ჯანმრთელობა ბევრად უფრო სერიოზულად დაანგრიოს, ვიდრე ფიზიკურმა ძალადობამ, - ეს განცხადება დღეს მედიასთან პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ გააკეთა.

ვოლსკის თქმით, განცხადებები იმის თაობაზე, თითქოს ვიღაც თავდამსხმელი ცნობილია, უსაფუძვლოა იმ შემთხვევაში, თუკი ამას ვერ ამტკიცებენ.

როგორც ვოლსკიმ ამ კონტექსტში აღნიშნა, დღეს საქართველოში სიძულვილის ენა ძალიან ინტენსიურად გამოიყენება.

"ვფიქრობ, ეს ორივე მხრიდან გამოიყენება, მაგრამ რადიკალური ოპოზიციის მხრიდან სიძულვილის ენას გეგმაზომიერი, კამპანიური ხასიათი აქვს, რაც გარკვეული სახელმძღვანელოების მიხედვით ხორციელდება.

არის ფიზიკური შეჯახების პროვოცირება, ადამიანის უშვერი სიტყვებით გინება, რასაც შეიძლება ფიზიკური დაპირისპირებაც მოჰყვეს. ეს ძალიან ცუდია და ამის გაკეთება ორივე მხრიდან უნდა დაიგმოს.

არავის ეგონოს, რომ ფიზიკური შეურაცხყოფა რაღაცით უფრო მეტია, ვიდრე ფსიქოლოგიური შეტევა, რასაც გეგმაზომიერი ხასიათი აქვს და რამაც შეიძლება ადამიანის ჯანმრთელობა ბევრად სერიოზულად დაანგრიოს, ვიდრე ფიზიკურმა ძალადობამ.

არც სიტყვიერ და არც ფიზიკურ დაპირისპირებას არ ვამართლებთ და არც მისაღებად მიგვაჩნია!" - განაცხადა ვოლსკიმ.

კითხვაზე, ამ დრომდე რატომ არავინ არის გამოვლენილი და დაკავებული, ვინც ოპოზიციურად განწყობილი ადამიანების ცემაში მიიღო მონაწილეობა, ვოლსკიმ განაცხადა, რომ საგამოძიებო პროცესი დაწყებულია.

"არ ვარ მართლმსაჯულების წარმომადგენელი - ვარ პოლიტიკოსი და ვაკეთებ პოლიტიკურ განმარტებას. დანარჩენი ჰკითხეთ ძალოვნებს, რატომ არ არის სისხლის სამართლის საქმე აღძრული. რამდენადაც ვიცი, საქმე აღძრულიც არის და გამოძიებაც მიმდინარეობს. განცხადებები იმის თაობაზე, თითქოს ვიღაც თავდამსხმელი ცნობილია, არის უსაფუძვლო იმ შემთხვევაში, თუკი ამას ვერ ამტკიცებენ", - განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია