თბილისის საკრებულოში სხდომა მიმდინარეობს

თბილისის საკრებულოში სხდომა მიმდინარეობს, რომელსაც ოპოზიციის ნაწილი ბოიკოტის რეჟიმში ყოფნის გამო კვლავ არ ესწრება.

თბილისის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს შორის არის თამარაშვილის ქუჩაზე განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტის განხილვა.

როგორ დღეს გამართულ ბრიფინგზე საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარემ, რევაზ სოხაძემ განაცხადა, აღნიშნული პროექტი საინტერესო და ქალაქისთვის მნიშვნელოვანია. მისივე განცხადებით, იპოდრომზე, დაახლოებით 40 ჰექტარ ტერიტორიაზე, ცენტრალური პარკი გაშენდება, რომლის სამუშაოებიც უკვე მიმდინარეობს. პროექტს აპროტესტებს ოპოზიცია, "ლელოს" ინფორმაციით, იპოდრომის ტერიტორიაზე 77-სართულიანი ცათამბჯენისა და 6 მოზრდილი შენობის აშენება იგეგმება, რაც საბა ბუაძის შეფასებით, "კალაძის ურბანული გენოციდის გაგრძელებაა".

თბილისის საკრებულოში დღეს უკვე მეორე სხდომაა, რომელიც ოპოზიციის გარეშე იმართება. ბოიკოტის რეჟიმში ამ დროისთვის, იმყოფება პარტიები - “ლელო”, “ნაციონალური მოძრაობა” და “გირჩი მეტი თავისუფლება”. აღნიშნული პარტიების გარდა, სხდომას არ ესწრებიან “ანა დოლიძე - ხალხისთვის“ და „საქართველოსთვის“ დეპუტატები.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება