ქართულ-პოლონური სპეციალური ოპერაციების რეინჯერთა ასეულის ერთობლივი მომზადების მორიგი ფაზა წარმატებით დასრულდა

საქართველოს სპეციალური ოპერაციების სარდლობის რეინჯერთა ქვედანაყოფის ჯგუფებსა და პოლონეთის სპეციალური ოპერაციების სარდლობას შორის საერთო მომზადების მორიგი ფაზა წარმატებით დასრულდა. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ქვედანაყოფებმა მუხროვანში ერთობლივი საჩვენებელი სწავლება - რეიდის ოპერაცია განახორციელეს.

ქართულ-პოლონური მრავალეროვნული სპეციალური ოპერაციების სახმელეთო დავალებათა ჯგუფმა ტაქტიკურ დონეზე დადებითი (GEO-POL MNSOLTG) შეფასება მიიღო და ნატოს სწრაფი რეაგირების ძალების (NRF) 2024 წლის როტაციაში სერტიფიცირებისთვის მომზადების შემდეგ დონეზე გადავიდა.

„ქართულ-პოლონური სპეციალური ოპერაციების ქვედანაყოფების ერთობლივ სწავლებას სპეციალური ოპერაციების სარდალი, პოლკოვნიკი თეიმურაზ ყლატეიშვილი დაესწრო. მან პირად შემადგენლობას ნატოს რეაგირების ძალებში სერტიფიცირებისთვის ტაქტიკურ დონეზე შეფასების წარმატებით გავლა მიულოცა და პროფესიულ საქმიანობაში წარმატება უსურვა. მუხროვანის ბაზაზე სტუმრებმა ტექნიკისა და აღჭურვილობის გამოფენაც მოინახულეს.

საქართველოს სპეციალური ოპერაციების სარდლობის რეინჯერთა ბატალიონის ერთი ასეული ნატოს რეაგირების ძალებში (NRF) ჩართვისთვის უკვე მომზადებული და სერტიფიცირებულია. ამჟამად, სერტიფიცირებისთვის შესაბამის ეტაპებს საქართველოს სპეციალური ოპერაციების სარდლობის რეინჯერთა ბატალიონის სახმელეთო დავალებათა რიგით მეორე ჯგუფი გადის“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
არმაზ ახვლედიანი - „ქართულმა ოცნებამ“ ისეთ დღეში ჩაიგდო თავი, რომ იმ უიშვიათეს შემთხვევაშიც კი, როცა ის შესაძლოა, მართალიცაა, მისი აღარავის სჯერა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო