თინა ბოკუჩავა - ქალი პარლამენტარები რეგიონებში შევხვდებით მოსახლეობას და კიდევ ერთხელ განვიხილავთ, თუ რა ზიანი მოაქვს რუსულ კანონს ქვეყნისთვის

ქალი პარლამენტარები რეგიონებში შევხვდებით მოსახლეობას და კიდევ ერთხელ განვიხილავთ, თუ რა ზიანი მოაქვს რუსულ კანონს ქვეყნისთვის. მოხარული ვარ, რომ შეგვიძლია საზოგადოებას კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ, მიუხედავად პარტიული განსხვავებებისა, საკითხები, რომელიც ეხება ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკურ მომავალს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისი შეფასებით, მნიშვნელოვანია საზოგადოებას აჩვენონ საკითხები, რომლებიც საქართველოსთვის „ეგზისტენციალური“ მნიშვნელობისაა.

„ეს არის საპარლამენტო აქტივობის ნაწილი, როგორც ქალი პარლამენტარები, ჩვენ შევხვდებით საქართველოს მოქალაქეებს იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ განვიხილოთ, თუ რა ზიანი მოაქვს „რუსულ კანონს“ საქართველოსთვის, საქართველოს მოქალაქეებისათვის. ვფიქრობთ, რომ ამ თვალსაზრისით ეს არის მნიშვნელოვანი კამპანია. ვიქნებით ქუთაისში, ზუგდიდში, ბათუმში, თელავში, ყვარელში და ძალიან მოხარული ვარ, რომ შეგვიძლია ჩვენს საზოგადოებას კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ, მიუხედავად პარტიული განსხვავებებისა, საკითხები, რომელიც არის ეგზისტენციალური მნიშვნელობის, რომელიც არის და რომელიც ეხება ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური მომავლის გადარჩენას. რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა ვიყოთ ერთიანი და ჩვენ ერთიანი ძალებით დავიცავთ ქვეყნის ინტერესებს”, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს