თინა ბოკუჩავა - დღეს, საქართველოში რუსული პროპაგანდის მთავარი ინსტრუმენტი საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ივანიშვილის მთავრობაა, რაც ერთ-ერთი მიზეზი გახდა იმისა, რომ ისინი დასანქცირებულიყვნენ აშშ-ის მხრიდან

დღეს, საქართველოში რუსული პროპაგანდის მთავარი ინსტრუმენტი საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ივანიშვილის მთავრობაა, რაც ერთ-ერთი მიზეზი გახდა იმისა, რომ ისინი დასანქცირებულიყვნენ აშშ-ის მხრიდან, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ, აშშ-ის ელჩის საქართველოში, დანიგანის განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა.

მისი შეფასებით, „საქართველოს ჰყავს ღიად პრორუსული ხელისუფლება, რომელიც უპირისპირდება დასავლეთს და ცდილობს, რომ ქართველ ხალხს წაართვას ევროატლანტიკური არჩევანი“.

„ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც კრემლის და ივანიშვილის პარტიის მესიჯები ერთიერთში ემთხვევა, რადგან დღეს საქართველოს ჰყავს ღიად პრორუსული ხელისუფლება, რომელიც უპირისპირდება დასავლეთს და ცდილობს, რომ ქართველ ხალხს წაართვას ევროატლანტიკური არჩევანი. დღეს, საქართველოში რუსული პროპაგანდის მთავარი ინსტრუმენტი საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ივანიშვილის მთავრობაა და მათ შორის, ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მიმართა, ისეთ უკიდურეს ზომას მეგობრებთან ურთიერთობაში, როგორიც არის სანქციების დაწესება კონკრეტულად იმ პირებზე, რომლებიც მათ შორის პროპაგანდის გამოყენებით და ასევე ძალადობით ცდილობენ, რომ ძირი გამოუთხარონ ქართულ დემოკრატიას და საქართველოს წაართვან ევროატლანტიკური არჩევანი”, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება