პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსი ლელა ჯანაშვილი ვენეციაში  „პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის სიმპოზიუმზე“ მოხსენებებით წარსდგა

ვენეციაში, ყოველწლიური საერთაშორისო ღონისძიება: „პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის სიმპოზიუმი“ (“Privacy Symposium 2024”) გაიმართა, რომლის ფარგლებშიც პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსმა, ლელა ჯანაშვილმა მოხსენებები წარადგინა კონფერენციის ორ პანელურ სესიაზე: „საერთაშორისო თანამშრომლობას მონაცემთა დაცვის, პოლიტიკისა და შესაბამისობის კვლევისთვის“ და „ევროპულ პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოებს შორის თანამშრომლობის გაფართოებას ევროკავშირის ფარგლებს მიღმა“.

ამის შესახებ ინფორმაციას პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, პანელური სესიების ფარგლებში ყურადღება იქნა გამახვილებული საუკეთესო ევროპული პრაქტიკის გაზიარებაზე, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის „მონაცემთა დაცვის ევროპულ საბჭოსთან“, „ევროპის მონაცემთა დაცვის ზედამხედველთან“, ევროპის საბჭოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამმართველოსთან მჭიდრო თანამშრომლობის ფორმატებზე და საერთაშორისო აქტივობებზე, რომლებიც ევროპის პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოებთან ერთად იქნა განხორციელებული.

პანელური სესიის ფარგლებში: „საერთაშორისო თანამშრომლობა მონაცემთა დაცვის, პოლიტიკისა და შესაბამისობის კვლევისთვის“, ლელა ჯანაშვილმა ახალი საკანონმდებლო მოწესრიგების შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავების, პერსონალური მონაცემთა დაცვის სამართლის დარგში სამეცნიერო კვლევების გამოცემის შესახებ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის გამოცდილებაზე ისაუბრა. აგრეთვე, წარადგინა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართლის თემატიკაზე სამეცნიერო დისკუსიის წარმართვის მიზნით, სამსახურის მიერ დაფუძნებული საერთაშორისო სარედაქციო კოლეგიის მქონე, ქართულ და ინგლისურენოვანი, სამეცნიერო პერიოდული გამოცემა - „პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართლის ჟურნალი“.

„ევროპულ პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოებს შორის თანამშრომლობის გაფართოება ევროკავშირის ფარგლებს მიღმა“ პანელური სესიის ფარგლებში, ლელა ჯანაშვილმა სამსახურის საერთაშორისო ურთიერთობებზე ისაუბრა. მან ღონისძიების მონაწილეებს გააცნო ევროპის კოლეგა მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოებთან ურთიერთთანამშრომლობის არსებული ფორმატები, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ორგანიზებით გამართული საერთაშორისო ღონისძიებები. „მომდევნო წელი განსაკუთრებულია პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისთვის იმდენად, რამდენადაც ჩვენ ვუმასპინძლებთ „პერსონალური მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოთა ევროპულ კონფერენციას“ ბათუმში და ასევე, ჩვენი სამსახურის თანაორგანიზებით, თბილისში გაიმართება ტელეკომუნიკაციების სფეროში მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სამუშაო ჯგუფი, ე. წ. „ბერლინის სამუშაო ჯგუფის“ 75-ე შეხვედრა. ჩვენთვის დიდი პატივია ვუმასპინძლოთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო პლატფორმებს. სამსახურის სახელით კიდევ ერთხელ გიდასტურებთ ჩვენს მზადყოფნას საერთაშორისო თანამშრომლობის გაფართოებაზე“,- აღნიშნა ლელა ჯანაშვილმა წარდგენილ მოხსენებაში.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ინფორმაციით, პანელური სესიების დასასრულს გაიმართა დისკუსია პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოთა როლზე, ასევე, მათი საქმიანობის სამოქმედო სტრატეგიაზე მონაცემთა დაცვის უკეთესი გარანტიების შექმნის მიზნით.

„პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის სიმპოზიუმი“ მიზნად ისახავს მონაცემთა დაცვის, საერთაშორისო საკანონმდებლო რეგულაციებთან შესაბამისობასა და ინოვაციური ტექნოლოგიების სფეროში საერთაშორისო დიალოგის წარმართვას და თანამშრომლობას. საკუთარი გამოცდილების გასაზიარებლად, ღონისძიებაში ყოველწლიურად მონაწილეობას იღებენ პერსონალურ მონაცემთა დაცვისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დარგის მოწინავე ექსპერტები. სიმპოზიუმზე განიხილება მონაცემთა დაცვის სფეროში არსებული გამოწვევები, თანამედროვე მიდგომები და ტენდენციები. იგი მიზნად ისახავს პროფესიონალთა საერთაშორისო გაერთიანების ჩამოყალიბებას, რომელიც შეძლებს მონაცემთა ეფექტიანი დაცვის მხარდაჭერას.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო